ხაჭოს ნამცხვარი გარგარით - უგემრიელესი სასარგებლო ნამცხვარი - მშობლები

ხაჭოს ნამცხვარი გარგარით - უგემრიელესი სასარგებლო ნამცხვარი

2018-06-26 15:00:09+04:00

მოეწონებათ თქვენს პატარებსაც საჭირო მასალა:

100-120 გრამი ფქვილი

1 ცალი კვერცხი

50 გრ შაქარი

50 გრ კარაქი

კრემი:

200 გრ ხაჭო

1 კვერცხი

1,5 სუფრის კოვზი შაქარი

1,5 სუფრის კოვზი არაჟანი

1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი

1 ჩაის კოვზი ვანილი

გარგარი

მომზადება:

კარაქი შაქართან ერთად ათქვიფეთ, დაუმატეთ კვერცხი, კიდევ ცოტა გათქვიფეთ, ზემოდან მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომად. შეახვიეთ და 1 საათით შედგით მაცივარში.

ხაჭო გაცერით ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეურიეთ მას და თან თქვიფეთ მიქსერით შაქარი, კვერცხი, არაჟანი და სახამებელი.

ღუმელი გააცხელეთ 180-200 გრადუსზე. ფორმას წაუსვით კარაქი. ცომი მოამზადეთ და მოათავსეთ ფორმაში ისე, რომ ოდნავ ზემოთ ამოიწიოს. ზემოდან წაუსვით კრემი და დაალაგეთ გარგარი.

გამოაცხვეთ 30-40 წუთით, სანამ ზემოდან კრემი არ შეიცვლის ფერს და არ გამაგრდება.