ყაბაყი ყველაზე ჰიპოალერგიული ბოსტნეულია ყაბაყი ყველაზე ჰიპოალერგიული ბოსტნეულია. იგი ადვილად და სწრაფად მოსამზადებელია. შეიცავს დიდი რაოდენობით ადვილად ასათვისებელ შაქარს, ხოლო მცირე რაოდენობით უჯრედისს, ამიტომ არ ტვირთავს პატარას კუჭ-ნაწლავს.
კარტოფილისა და ყაბაყის პიურეს მოისამზადებლად გადჭირდებათ:
ყაბაყი - 100 გრ
კარტოფილი - 100 გრ
საბავშვო რძე ან ბოსტნეულის ნახარში - 40 გრ
ზეითუნის ზეთი - 1ჩ/კ
სურვილის შემთხვევაში - კარგად მოხარშული კვერცხის გული - 1/2
მომზადება
ყაბაყი და კარტოფილი გარეცხეთ, გაფცქვენით, დაჭერით კუბებად. ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 20 წთ. დუღილის დროს წყალი უნდა ფარავდეს ბოსტნეულს.
მზა ბოსტნეული გახეხეთ წვრილ ბადეზე ან ბლენდერში. დაამატეთ კვერცხის გული, ზეითუნის ზეთი, რძე ან ნახარში. კარგად აურიეთ და კერძი მზად არის.