ეს მურაბა ჟოლოზე ეფექტურია გაციების დროს, წვენი კი ალუბლისას არ ჩამოუვარდება - იაფი და ძალიან სასარგებლი ხილო ზამთრისთვის
ეს მურაბა ჟოლოზე ეფექტურია გაციების დროს, წვენი კი ალუბლისას არ ჩამოუვარდება - იაფი და ძალიან სასარგებლი ხილო ზამთრისთვის
გვიანი ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ღოღნაშოს სეზონია. ეს მცენარე ქალაქელ დიასახლისებში დიდი პოპულარობით არასოდეს სარგებლობდა, თუმცა ბოლო დროს აშკარად გაიზარდა მის მიმართ ინტერესი. მიზეზი კი ისაა, რომ ღოღნაშო ძალიან სასარგებლო ხილია, მის მურაბას კი გრიპისა და გაციების დროს ჟოლოზე უკეთესი ეფექტი აქვს. წელს, როგორც ამბობენ, ღოღნაშოს ძალიან კარგი მოსავალია და საკმაოდ იაფიც ღირს - კილოგრამი 1 ლარი. დიასახლისებმა ეს შანსი ალბათ ხელიდან არ უნდა გაუშვან, რადგან ღოღნაშოსგან ტყემალივით საწებელიც მზადდება,
მურაბაც და წვენიც. ეს უკანასკნელი გემოთი და თვისებებით ალუბლის წვენს არ ჩამოუვარდება. გთავაზობთ სამივე რეცეპტს - საწებლის, მურაბისა და ზამთრისთვის შესანახი წვენის.

ღოღნაშოს საწებელი

ღოღნაშოს საწებელი ტყემალთან შედარებით გაცილებით ტკბილია, ამიტომ ძალიან უხდება ღორის და ქათმის ხორცს. ეს საწებელი ჩვეულებრივი ტყემლის რეცეპტით მზადდება. თუმცა შეგიძლიათ შეურიოთ წითელი ტყემალიც და ქლიავიც.
დაგვჭირდება:
  • 2 კილოგრამი ღოღნაშო
  • 1 თავი ნიორი (დაახლოებით 10-12 კბილი)
  • 1-2 მწარე წითელი წიწაკა
  • 1 დიდი კონა აყვავებული ქინძი
  • 1 დიდი კონა კამა
  • 1 პატარა კონა ომბალო
  • მარილი
mshoblebi
ღოღნაშო კარად გავრეცხოთ, დავასხათ 2 ჭიქა წყალი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე მოსათუთქად. როცა დარბილდება, გადავწუროთ წვენი, რბილობი კი გავხეხოთ. გავაზავოთ თავისივე წვენით სასურველ სისქემდე.
მწვანილი, ნიორი, წიწაკა დავაბლენდეროთ, დავამატოთ მარილი, შევურიოთ ეს
მასა ტყემალს და კარგად მოვურიოთ.

შეზავებული საწებელი დავდგათ ისევ დაბალ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. ვადუღოთ დაახლოებით 10 წუთამდე, თან ხშირ-ხშირად ვურიოთ, რომ არ მიგვეწვას.
მოხარშული მდუღარე საწებელი ჩავსახათ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ.

ღოღნაშოს მურაბა

მურაბისთვის ჯობია მაგარი მარცვლები შეარჩიოთ, ცოტა ჩამწიფება რომ აკლია. დაგჭირდებათ:
  • 3 კილოგრამი ღოღნაშო
  • 3 კილოგრამი შაქარი
  • 5-6 ჭიქა წყალი
mshoblebi
შაქარს დაასხით წყალი და წამოადუღეთ. იდუღოს, სანამ ქაფი გაუქრება და გამჭვირვალე არ გახდება. დადგით სეროფი გასაციებლად.
გარეცხეთ ღოღნაშო, დაჩხვლიტეთ და გაგრილებულ სეროფში ჩაყარეთ. გააჩერეთ ერთი დღე-ღამე. შემდეგ წამოადუღეთ და ცეცხლე 40 წუთის განმავლოვბაში უნდა იდუღოს. შემდეგ გამორთეთ და გააცივეთ.
რამდენიმე საათის შემდეგ ისევ წამოადუღეთ და ხარშეთ, სანამ მზად არ იქნება.
ასე მოხარშულ მურაბას მარცვლებიც მთელი დარჩება და წვნიანიც იქნება.

გაფრთხილება: ღოღნაშოს მურაბა გამოიყენეთ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ კურკიდან ნაყოფში არასასურველი ნივთიერებები გადადის, რაც ჯანმრთელობისთვის არასასურველია.


ღოღნაშოს წვენი

mshoblebi
დაგჭირდებათ 5 კილო ღოღნაშო. გარეცხეთ, ჩაყარეთ დიდ ქვაბში და დაასხით 8-10 ლიტრი წყალი. ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამორთეთ და გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
მეორე დღეს გადაწურეთ, ნაყოფი მოაშორეთ და დარჩენილი წვენი გემოვნებით დააკბეთ. წამოადუღეთ 5 წუთით და ცხელივე ჩაასხით გასტერილებულ ბოთლებში ან ქილებში.

ეს წვენი, გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, შესანიშნავი მასალაა ფელამუშის მოსამზადებლად.



13168
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
სოსო
1
ღოღნოშოს ჯემზე რატომ არაფერს ამბობთ?დედაჩემი ბისკვიტ ნამცხვარს,ღოღნოშოს ჯემით აკეთებდა ხოლმე და უგემრიელესი იყომსხვა ჯემით არც ვჭამდით,,ისე გამორჩეულად უხდებოდა მისი მჟავე ტკბილი გემო.კარაქიან პურზეც უგემრიელესია,მაგრამ მანდ რაც სურათია,მგონი მართლა კვრინჩხია.კვრინჩხს ეკლიანი ტოტები აქვს,,ღოღნოშო კი უფრო მაღალი იზრდება,,ნაყოფიც უფრო მსხვილი და ტკბილი .აქვს და ტოტზე ეკალი არა აქვს.
22:43 / 27-09-2018
nia
2
ღოღნაშოსაც უწოდებენ, მაგრამ ქლიავის ერთ სახეობასაც ღოღნაშო ქვია ქართლში.არ შეგეშალოთ
10:43 / 03-09-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```