ნამცხვარი, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა - გამოცდილი დიასახლისისგან
ნამცხვარი, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა - გამოცდილი დიასახლისისგან
მართალია, ინტერნეტით ნებისმიერი რეცეპტი ხელმისაწვდომია, მაგრამ პირადი გამოცდილებით ნაკარნახევი რეცეპტები ყოველთვის მეტ ნდობას იწვევს. ბოლო დროს სოციალურ ქსელში განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს იდელისა და ე.წ. "მედოკის" რეცეპტები. გთავაზობთ ქართველი ემიგრანტების ჯგუფში შემოთავაზებულ იდეალის რეცეპტს, რომელსაც დიდი მოწონება ხვდა წილად.
იდეალი თუ ზღაპარი? - სახელი თქვენ დაარქვით.
  • 5ც კვერცხი
  • 2 ჩ.ჭ.(200გრიანი) შაქარი
  • 4ს.კ თაფლი
  • 100გრ კარაქი ან მარგარინი
  • 2ს.კ კონიაკი
  • 1ს.კ ხსნადი ყავა(გრანულები არა)
  • 3ს.კ კაკაო
  • 2ჩ.კ სოდა+ძმარი
  • ვანილი
  • 3.5 ჩ.ჭ ფქვილი (მასა უნდა იყოს დასასხმელი)

მომზადება: კარგად ათქვეფილ კვერცხს
დავამატოთ შაქარი და თაფლი. შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე, დავამატოთ კარაქი და რომ გადნება - 2ჩკ სოდა ძმარში გახსნილი, კაკაო, ყავა, ვანილი, თან ვურიოთ. კარაქი რომ გადნება, გადმოვდგათ ორთქლიდან, დავამატოთ კონიაკი და სილიკონის ნიჩბით შევურიოთ ფქვილი. მასა უნდა იყოს დასასხმელი. გავყოთ სამ თანაბარ ნაწილად. მე 4 ნაწილი პატარა ზომის ზემოდან მოსაყრელად დაიტოვეთ. გამოაცხვეთ კალკადაფენილ 30 სმ დიამეტრის ლანგარზე 180 გრადუსზე. ცხვება 6-7 წთში, ფირფიტები არის ძალიან რბილი და ფაფუკი.

კრემი: 2ც მოხარშული სგუშონი, დავამატოთ გათქვეფილი 200გრ კარაქი, ვანილი. ზემოდან თხლად დაჭრილი ნიგოზი და ნაფხვენები მოაყარეთ.
გამკოდის უგემრიელესი და უფაფუკესი.
10446
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```