გემრიელი რეცეპტი ცომი:
რძე - 500 მლ.
კვერცხი - 2 ც.
კარაქი ან მარგარინი - 125 გრ.
შაქარი - 2 ს/კ + 1 ჩ/კ
ვანილი
მარილი - 1,5 ჩ/კ
მშრალი საფუარი - 11 გრ. (პაკეტი)
თბილი წყალი - 0,5 ს/კ.
ფქვილი იმდენი, რამდენსაც შეიზელს. ხელს არ უნდა ეწებებოდეს.
(ამ რაოდენობის ცომისგან 40-მდე ალადები გამოდის)
მომზადება:
შეურიეთ წყალი რძესთან და ცოტა შეათბეთ. დამატეთ შაქარ და საფუარი. აურიეთ და 15-20 წუთი აცადეთ, რომ საფუარი გაცოცხლდეს. დაამატეთ კვერცხი, კარაქი (შეიძლება როგორც გამდნარი, ასევე ოთახის ტემპერატურის). მარილი და ვანილი. ყველაფერი კარგად აურიეთ. ამის შემდეგ დაამატეთ თანდათან ფქვილი და მოურიეთ კოვზით. გადმოიღეთ ცომი მაგიდაზე და ისე განაგრძეთ ზელა (თუ საჭირო იქნება, თანდათან დაუმატეთ ფქვილი). ცომი არ უნდა იყოს არც ძალიან რბილი და არც მაგარი. დაახლოებით საჭიროა 400 გრ.-მდე ფქვილი.
ცომს დააფარეთ სამზარეულოს პირსახოცი 1,5 საათით, სანამ არ გადიზრდება 2-ჯერ მოცულობაში. თუ 1 საათში გაფუვდა, ე.ი. ცომი მზადაა გამოსაცხობად. გააბრტყელეთ 1სმ.-ს სისქეზე და ჭიქით ამოჭერით რგოლები. რგოლებსაც დააცადეთ, სანამ კიდევ გაფუვდება.
ღრმა ტაფაზე დაასხით ზეთი (იმდენი, რომ "პონჩიკები" ცურავდნენ მასში) შეწვით ორივე მხრიდან. მზა ალადები გადმოიღეთ ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმისგან დაიწუროს. შეწვისას ალადებს შუაში რჩებათ თეთრი ხაზი, რომელიც მთელ წრეზე აქვთ. გაჭერით შუაზე და ჩადეთ შიგ, რაც გნებავთ (ვაშლის ჯემი, კრემი). შეგიძლიათ უბრალოდ მოაყაროთ შაქრის პუდრა და ისე მიირთვათ.
ფუნჩულები განსაკუთრებით გემრიელია ცხელ მდგომარეობაში!