3 გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ბუტერბროდი, რომლითაც პატარებს დილის საუზმეს გაუხალისებთ
3 გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ბუტერბროდი, რომლითაც პატარებს დილის საუზმეს გაუხალისებთ
დილით კვება მოზარდის სწორი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ხშირად ბავშვები დილაობით ისე ვერ საუზმობენ, როგორც საჭიროა, ან საერთოდაც უარს ამბობენ საუზმეზე.
დილით ჭამა უფროსსაც ძალიან უჭირს და ხშირად, რაც უნდა გულით მოუმზადოთ ბავშვებს გემრიელი ულუფა, შესაძლოა პირი არც დააკარონ. ზოგიერთი კი საყვარელი, ამოჩემებული სასუსნავის გარდა არაფერს ჭამს. მშობლებიც ხშირ შემთხვევაში იძულებულნი არიან, დაჰყვნენ პატარა მბრძანებლების ნებას.

ამ პრობლემებს რომ თავი აარიდოთ, "ნიკორა" წარმოგიდგენთ სამ
მარტივად მოსამზადებელ ბუტერბორდს, რომელსაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე სიხარულით მიირთმევენ ბავშვები.

"რვაფეხა" "ნიკორას მინი" სოსისით

mshoblebi
ინგრედიენტები:
  • "ნიკორას" მინი სოსისი 8 ცალი (8 რვაფეხის მოსამზადებლად)
  • 50 გ ფქვილი
  • 25 გ რძე
  • ზეთი სოსის შესაწვავად
  • ყველი
მომზადება:
ჯამში მოათავსეთ 50 გ ფქვილი, და 25 გ რძე. ურიეთ სანამ გლუვ მასას არ მიიღებთ, სოსისი ჩაჭერით დაახლოებით 8 ადგილას და ამოავლეთ მიღებულ მასაში. შემდეგ შეწვით ზეთში, სანამ არ შეიბრაწება და არ მიიღებს ყავისფერ შეფერილობას. შეგიძლიათ გაფორმებისთვის გამოიყენოთ ყველი (თვალების გასაკეთებლად). გაფორმებისას ჩართეთ თქვენი პატარების ფანტაზიაც.

"საშიში" სოსისები

mshoblebi
ინგრედიენტები:
  • "ნიკორას" სოსისი ივერია (რაოდენობის მიხედვით)
  • ერთი შეკვრა გაყინული ფენოვანი ცომი
  • არაჟანი ან ყველი (გასაფორმებლად)
მომზადება:
გაყინული ცომი გაადნეთ ოთახის ტემპერატურაზე და გაყავით ორ ნაწილად, შემდეგ თითოეული
მათგანი გააბრტყელეთ მართკუთხედად და 10-12 ნაწილად დაჭერით. შეწვით სოსისები და სათიათოდ შემოახვიეთ ცომი თოთოეულ მათგანს. ფორმაზე წაუსვით ცხიმი და შედეთ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე. 15 წუთში "საშიში" სოსისები მზად იქნება. გასაფორმებლად აქაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველი ან არაჟანი. გაუკეთოთ თვალები და პირი, ამით გაცილებით შემოქმედებითი გამოგივათ და პატარებიც უფრო გაახალისდებიან.


მხიარული ბუტერბროდი

mshoblebi
ინგრედიენტები:
  • "ნიკორას" რძიანი სოსისი (რაოდენობის მიხედვით)
  • მდნარი ან ჩვეულებრივი ყველი
  • ჰოთდოგის მზა პური (რაოდენობის მიხედვით)
  • სალათის ფურცელი
  • ცოტაოდენი ქიშმიში /ქლიავის ჩირი (გასაფორმებლად)
დედიკოებო, თუ დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ ჰოთდოგის მრგვალი პურები შეიძინოთ "ნიკორას" სუპერმაკერტში და ძაღლის ფორმაზე გამოჭრათ ან შეგიძლიათ თავად გამოაცხოთ პატარა ზომის ძაღლის ფორმის პურები რომლებსაც კრეატიული ბრუტერბოდისთვის გამოიყენებთ.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
  • 25 გ საფუარი
  • 100 გ ფქვილი
  • 1 ც კვერცხი
  • 1/2 მარილი
  • 1 ს.კ ზეთი
მომზადება: მცირე ზომის პურში მოათავსეთ სალათის ფურცელი და შემწვარი სოსისი, თვალებად შავი ქლიავი ან ჩირი გამოიყენეთ. ასეთ მხიარულ ბრუტერბორდებს მართლაც ვერცერთი ბავშვი ვერ დაიწუნებს.
6635
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
giorgi
0
არც სოსისია ბავშვისთვის სასარგებლო.
12:34 / 06-12-2018
angel
0
გაყინულ ფენოვან ცომს როგორ სთავაზობთ ბავშვებისთვის . .. როდესაც მარგარინითაა მომზადებული და საზიანოა კუჭისთვის .
04:05 / 06-12-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```