ტოლმა ვაზის ფოთოლში კიდევ უფრო სასარგებლოა, თუმცა აუცილებელია, ვაზის ფოთლები ნორჩი უნდა იყოს, რომ კარგადაც გაახვიოთ და მისი მირთმევაც სასიამოვნო იყოს.
დაგჭირდებათ:
ვაზის ფოთლები, მარილი და პილპილი, მწვანილი, ხახვი - 1 ცალი, საქონლის ან შერეული ფარში - 500 გ, ბრინჯი - 100-150 გრამი
მომზადება:
ბრინჯი მოვხარშოთ, გადავწუროთ და გავაციოთ.
ფარშს შევურიოთ ბრინჯი, დაჭრილი ხახვი, მწვანილი, მარილი და პილპილი. ყველაფერი კარგად ავურიოთ.
თუ ვაზის ფოთლები ნედლია, აუცილებლად მოვწალოთ 1-2 წუთი მდუღარე წყალში. თუ დამარილებულია, 1-2 საათით დავალბოთ ცივ წყალში.
ფოთოლზე დავდოთ ფარში და გადავახვიოთ. ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ წყალი ან წყალში გახსნილი ტომატპასტა (თუ ტომატით გინდათ). ვხარშოთ 30-40 წუთი, ხორცის მომზადებამდე.
მივირთვათ არაჟნის ან მაწვნის სოუსით.