თხელი ბლინები ცხობა არც ისე მარტივი გამოსაცხობია. კარგი სტრუქტურისთვის ზუსტად უნდა იცოდეთ დოზებიც და მომზადების წესიც. ეს რეცეპტი ერთმა გამოცდილ დიასახლისმა გაგვიზიარა და გვითხრა, რომ დოზები თანდათან, გამოცდილების მიხედვით დახვეწა. სხვათა შორის, ამ ბლინებმა მისი ოჯახი უმუშევრობის მძიმე პერიოდიდან იხსნა - თხელი ბლინები იმდენად გემრიელი გამოდის, რომ
წესი პირველი - საუკეთესო სტრუქტურა ბლენდერში მომზადებულ ცომს აქვს. იგივე ინგრედიენტებით მიქსერით ათქვეფილი ცომი სულ სხვანაირი გამოდის. ეცადეთ, ბლენდერი გამოიყენოთ.
დაახლოებით 100 ბლინზე დაგჭირდებათ:
5 ჭიქა წყალი
3 ჭიქა ფქვილი
5 კვერცხი
1 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. შაქარი.
4 სუფრის კოვზი ზეთი
ბლენდერში ჯერ 2 წყალი ჩაასხით, დაამატეთ კვერცხები და 1 ჭიქა ფქვილი. ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვანი, ბლანტი მასა არ გახდება. გადმოიღეთ ემალის ჭურჭელში და ბლენდერში ახლა დარჩენილი 3 ჭიქა წყალი, 2 ჭიქა ფქვილი, შაქარი, მარილი და ზეთი ათქვიფეთ. შემდეგ ორივე მასა შეურიეთ ერთმანეთს. ზოგიერთ ბლენდერში
თხელი ბლინები ცხვება ჩვეულებრივ თხელ ტაფებზე ზეთის მოსმის გარეშე. დაასხით ტაფაზე ცომი, მოატარეთ, რომ მთლიანად დაიფაროს ტაფის ზედაპირი და რაც დარჩება, უკენ, ჭურჭელში ჩააბრუნეთ. ცხვება მხოლოდ ცალ მხარეს, ამავე მხარეს ეხვევა გულსართი, ხოლო მეორე, ტაფაზე მოუბრაწავი მრიდან უკვე შეხვეული ბლინები ზეთში უნდა შეწვათ.
ხორცის გულსართი
500 გრამი მოხარშული ხორცი (გნებავთ საქონლის, გნებავთ - შერეული)
1 თავი ხახვი
მელი ქინძი, უცხო სუნელი, შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით.
გაატარეთ მოხარშული ხორცი. ტაფაზე მოშუშეთ გატარებული ხახვი, შეურიეთ გატადებული ხორცი და ერტად შუშეთ. თუ ძალიან მშრალია, შუშვის დროს დაამატეთ ბულიონი. შეზავეთ მარილით, პილპილითა და სუნელებით.