შუ და ეკლერი ისეთი დესერტია, მთელი ოჯახი რომ სიამოვნებით მიირთმევს. ორივე ერთი ცომით მზადდება, განსხვავება მხოლოდ ფორმაშია. ამ ნამცხვრის უპირატესობა ისაა, რომ წინასწარ მომზადება და მერე საჭიროებისამებრ გამოყენებაც შეიძლება. ანუ დაუკრემავი ყალიბები გარდა იმისა, რომ დიდხანს ინახება, შეგიძლიათ გაყინოთ კიდეც. გამლღვალი პრაქტიკულად არ განსხვავდება ახალგამომცხვრისგან და მხოლოდ კრემის ჩადება სჭირდება. ეს მეთოდი უფრო მოუცლელი ხალხისთვისაა, რეცეპტი კი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ყველას გამოადგება. ის საკონდიტროს ერთ-ერთმა მცხობელმა გაგვიზიარა და რჩევებიც მოაყოლა.
დაგჭირდებათ:
100 გრამი კარაქი მწიკვი შაქარი და მარილი 250 გრამი წყალგარეული რძე - 125 გრ. წყალი, 125 გრ. რძე. თუ რძე არ გაქვთ, მთლიანად წყალზე მოამზედეთ. 150 გრამი ახალგაზრილი უმაღლესი ხარისხის ფქვილი. 4 დიდი ან 5 პატარა კვერცხი
ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს
მომზადება:
წყალგარეული რძე ჩაასხით ქვაბში და დადგით ცეცხლზე. დაამატეთ მარილი და შაქარი, კარაქი. ავადუღოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ. მაშინვე შევურიოთ ფქვილი და სწრაფად ვურიოთ. წარმოიქმნება ცომის გუნდა. ისევ შემოვდგათ ცეცხლზე და 2-3 წუთით გავაჩეროთ, თან ხის ნიჩაბით ვურიოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევაგრილოთ ოთახის ტემპერატუამდე. ნელ-ნელა სათითაოთ შევათქვიფოთ კვერცხები ხის ნიჩბით და არა მიქსერით. ურევთ იქამდე, სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება. შემდეგ მეორე კვერცხს ვამატებთ და ა. შ. მიიღებთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომს, რომელიც ნიჩბიდან წვეთავს, მაგრამ მძიმედ და ასე ლენტასავით ჩერდება.
მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე კოვზით ან კულინატური ტომსიკის დახმარებით.
ღუმელი 210 გრადუსზე წინასწარ უნდა იყოს გახურებული. არ დაგავიწყდეთ ცომის გუნდებს შორის დისტანციის დაცვა, რადგან ზომაში მინიმუმ 2-ჯერ მოიმატებს.
ვაცხოთ 210 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუწიეთ 70 გრადუსამდე და გააჩერეთ კიდევ ნახევარი საათის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში ღუმელის კარი არ გამოაღოთ.
შუები კარგად უნდა გამოშრეს, რაც უფრო დიდებია, მეტი დრო სჭირდება. როცა ცხობას დაასრულებთ, გამორთეთ ღუმელი და კარი გამოაღეთ. შუებს ჯერ ნუ გამოიღებთ, განელდეს ღუმელთან ერთად. სანამ კარგად არ გაგრილდება, საცხობი ლანგრიდან ნუ აიღებთ.
ასეთი სიფრთხილე დაგაზღვევთ იომისგან, რომ სიმაღლეში მომატებული შუ არ დაიჩუტოს და არ დაიწიოს.