მომზადების დრო 20 წთ.
ინგრედიენტები:
ხაჭო - 400 გრამი რძე - 100 მლ ვანილი - 1 შეკვრა მაგარი ვაშლი - 4 ცალი თაფლი - 4 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი პიტნა გემოვნებით მომზადება:
1. ხაჭო გადმოიღეთ ბლენდერის ჭიქაში, დაასხით რძე, დაამატეთ ვანილი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2. ვაშლი გარეცხეთ, ამოჭერით გული და დაჭერით კუბებად. პატარა ჯამში გააცხელეთ თაფლი, დაამატეთ ვაშლი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ დარბილებამდე. თან გამუდმებით ურიეთ. მოაყარეთ დარიჩინი.
3. ჭიქებში ფენებად ჩადეთ თბილი ვაშლი და რბილი ხაჭო. მორთეთ პიტნის ფოთლებით. ბავშვებს უყვართ ეს დესერტი დაფშვნილი ორცხობილათი. თუ გექნებათ ორცხობილა, დაფშვენით ხის დაფაზე და ცალკე მოაყარეთ ჭიქაში ფენად.