როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ფუნთუშა - ნებისმიერი გულსართით
როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ფუნთუშა - ნებისმიერი გულსართით
როგორ უნდა მოამზადოთ სახლის პირობებში ყველაზე გემრიელი და ჰაეროვანი ფუნთუშა, რომელსაც შეიგიძლიათ ნებისმიერი გულსართი გაუკეთოთ: 

ცომისათვის დაგჭირდებათ:

  • რძე - 500 მლ.
  • კვერცხი - 2ცალი
  • კარაქი ან მარგარინი - 125 გრამი
  • შაქარი - 2 სუფრის კოვზი + 1 ჩაის კოვზი
  • მარილი - 1,5 ჩაის კოვზი
  • მშრალი საფუარი- 11 გრამი
  • თბილი წყალი - 0,5 ჭიქა
  • ფქვილი - იმდენი, რომ ცომი არც ძალიან მაგარი იყოს და არც წებოვანი

მომზადება:

რძეს შეურიეთ წყალი, ცოტა შეათბეთ. დაამატეთ შაქარი და საფუარი. კარგად აურიეთ და გააჩერეთ 15-20
წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, დარბილებული ან გამდნარი კარაქი, მარილი და ვანილი. კარგად რომ აურევთ, შემდეგ დაამატეთ ფქვილი და ურიეთ ხის ჯოხის დახმარებით, ვიდრე ცომი კარგად არ შეიკვრება.
გასაბრტყელებელ ფორმაზე მოაყარეთ ფქვილი და გადმოიტანეთ ცომი. დააფარეთ ტილო და გააჩერეთ საათ-ნახევრის განმავლობაში. შემდეგ გააბრტყელეთ და ამოჭერით საშუალო ზომის წრეები. (ამოსაჭრელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭიქა) გააჩერეთ იქამდე, სანამ კარგად არ გაფუვდება.
ღრმა ჯამში მოათავსეთ ზეთი და კარგად გააცხელეთ. შეწვით ფუნთუშები ორივე მხრიდან, ვიდრე  ოქროსფერი არ გახდება. შემწვარი ფუნთუშები გადმოიტანეთ ხელსახოცზე. დანით გაუთავისუფლეთ შიგთავსი და მოათავსეთ სასურველი ჯემი ან კრემი. შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის ფხვნილი.
განსაკუთრებით გემრიელი მაშინაა, როცა ცხელია!

1275
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```