მარწყვის მურაბა, რომელშიც ნაყოფი მკვრივი და არომატული რჩება
მარწყვის მურაბა, რომელშიც ნაყოფი მკვრივი და არომატული რჩება
მარწყვის მურაბის მომზადების სირთულე იმაშია, რომ ნაყოფი ადვილად იშლება ან სიმკვრივეს ვერ ინარჩუნებს და არასასიამოვნო სტრუქტურის ხდება. გთავაზობთ მარწყვის მურაბის რეცეპტს, რომელშიც ნაყოფი უფრო მკვრივი რჩება. 

დაგჭირდებათ:
1 კგ მკვრივი მარწყვი
1 კგ შაქარი
1 ჭიქა წყალი (ან ნახ. ჭიქა წყალში შერეული ნახ. ჭიქა წითელი ღვინო)
ვანილი - გემოვნებით

მომზადება:
გადაარჩიეთ მარწყვი, მოაყარეთ შაქარი, დაასხით წყალი (ან ღვინოგარეული წყალი) და გააჩერეთ რამდენიმე საათით, რომ წვენი გაუშვას.
ამის შემდეგ ადუღეთ 5
წუთი. მურაბას 10 საათით გაცივება სჭირდება, შემდეგ ისევ 5 წუთით ადუღებთ ვანილთან ერთად. კვლავ 10 საათი გააჩერეთ და 5 წუთით კიდევ ადუღეთ. მდუღარე ჩაასხით ქილებში.

ღვინით არომატული გამოდის. რუღილს შორის ხანგრძლივი შუალედები კი უზრუნველყოფს, რომ ნაყოფი მკვირივი გამოვიდეს, თუმცა, მაინც შეარჩიეთ მკვირივი მარწყვი.

altხასხასა მარწყვის ჯემი - ქართველი დიასახლისის რეცეპტით

altმარწყვის ადვილად მოსამზადებელი ტორტი ანა კოსტავასგან

altსეზონის ჰიტი - მარწყვის ტორტი


4247
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
```