სამზარეულორეცეპტები
ხაჭოს ნამცხვარი გარგარით - გემრიელი და სასარგებლო
ხაჭოს ნამცხვარი გარგარით - გემრიელი და სასარგებლო
ინგრედიენტები:
100-120გრ. ფქვილი
1 ც. კვერცხი
50გრ. შაქარი
50 გრ დარბილებული კარაქი

კრემი:
200გრ. ხაჭო (პასტისმაგვარი)
1ც. კვერცხი
1,5 სუფრის კოვზი არაჟანი
1,5 კოვზი შაქარი
1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
1 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი
გარგარი (არასეზონურ პერიოდში - დაკონსერვებული)


მომზადება:

შაქარი და კარაქი ათქვიფეთ, დაამატეთ კვერცხი. კიდევ ათქვიფეთ, მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი, შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და დადეთ მაცივარში 1 საათით.

ხაჭო გაატარეთ ბადეში, დაამატეთ შაქარი, ვანილი და დაბალ სიჩქარეზე მიქსერით
ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი და სახამებელი. გაზქურა გაახურეთ 180-200 გრადუსზე, ფორმას წაუსვით კარაქი.
ცომი გააბრტყელეთ, გადაიტანეთ საცხობში.ზემოდან წაუსვით კრემი და დაალაგეთ დაჭრილი გარგარი.

გემრიელად მიირთვით!
ბეჭდვა
```