დაგვეთანხმებით, რომ კარგი რეცეპტი პირველ რიგში გამოცდილი უნდა იყოს. ამიტომ ყოველთვის საინტერესოა ის რეცეპტები, რომლებსაც გამოცდილი დიასახლისები ერთმანეთს უზიარებენ. ამჯერად ლეილა გაგნიძის გარგრის ჯემის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც მან სოციალურ ჯგუფ "დედების სამზარეულოში" გააზიარა. მოგეხსენებათ, გარგარს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, ბავშვებში კი სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს.
700 გრ. შაქარი
მომზადება:
გარეცხეთ გარგარი, დაწურეთ, გამოაცალეთ კურკა და ისე აწონეთ. დაჭერით კუბებად და დააყარეთ შაქარი.
გააჩერეთ ნახევარი საათით, რომ კარგად შეერიოს შაქარი და გარგარი ერთმანეთს.
შემდეგ დადგით გაზზე და ადუღეთ 15 წუთი.
გადმოდგით გაზიდან, გააგრილეთ და მსუბუქად გათქვიფეთ.
დატოვეთ მთელი ღამე. მეორე დღეს ორჯერ წამოადუღეთ, ანუ წამოადუღეთ და გააციეთ ორჯერ 15 -15 წუთი.