ინგა ჟვანია "დედების სამზარეულოდან" ქალბატონებს მარტივად მოსამზადებელი აჩმის რეცეპტს სთავაზობს:
"ზარმაცების" აჩმა - მარტივი და გემრიელი. მადლობა იდეის ავტორებს, გენიალური მიგნებაა:
მოვხარშე მაკარონი, ჩავყარე ცივ წყალში, გადავწურე. დავაფინე ფენებად, ფენებს შორის გამდნარი კარაქი და ყველი მოვაყარე, ზემოდან წავუსვი კვერცხის გული მაწონთან ერთად.
გამოვაცხვე ღუმელში 200 გრადუსზე. ძალიან გემრიელია, ორიგინალზე არანაკლები.