ხაჭოს კანფეტები - ადვილი მოსამზადებელი და გემრიელი
ხაჭოს კანფეტები - ადვილი მოსამზადებელი და გემრიელი

ინგრედიენტები:

  • ხაჭო (9%) - 300 გრ
  • კაკალი - 50 გრ
  • ორცხობილა - 50 გრ
  • შაქარი - გემოვნებით, ვანილი. შეგიძლიათ დაუმატოთ კაკაო
  • შოკოლადი, კაკაო, დარიჩინი - ამოსავლებად

მომზადება:

ხაჭო გაატარეთ ბადეზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლენდერი ან დაჭყლიტოთ ჩანგლით. დაუმატეთ შაქარი და ვანილი გემოვნებით. ასევე ორცხობილა (დაფშვნილი), კაკალი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასისგან დაამზადეთ სასურველი ზომის კანფეტები, ამოავლეთ შოკოლადში, კაკაოში ან რაიმე მარცვლეულში.
კანფეტები დაალაგეთ ლანგარზე და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.
ტეგები: ხაჭო
551
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
```