ინგრედიენტები:
კეფირი - 250 მლ. კვერცხი - 1 ც. შაქარი - 5 ს/კ მარილი - 1/3 სოდა - 0,5 ჩ/კ მცენარეული ზეთი - 3 ს/კ ფქვილი - 3 ჭიქა შაქრის ფხვნილი - 2 ს/კ მომზადება:
კეფირი, კვერცხი, შაქრი და მარილი კარგად შევურიოთ ერთმანეთს. დავუმატოთ სოდა, 3 ს/კ მცენარეული ზეთი და გაცრილი ფქვილი. მოვზილოთ ცომი. ცომი არ უნდა გვეკრობოდეს ხელზე. გავყოთ მიღებული ცომი 2-3 ნაწილად. თითოეული გავაბრტყელოთ 1 სმ. სისქეზე. ჭიქით ამოვჭრათ რგოლები. შედარებით პატარა ჭიქით კი ამოვჭრათ შუაგულები. გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ ბევრი ზეთი(ტაფაზე დაახლოებით 1 სმ. რომ იყოს). ჩავაწყოთ ოლადები და ორივე მხარეს გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი დაგემრიელად მიირთვით!