გივი თარგამაძის გოზინაყი, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა (+ რეცეპტი)
გივი თარგამაძის გოზინაყი, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა (+ რეცეპტი)
როგორც გაირკვა, გივი თარგამაძე საკმაოდ გამოცდილი კულინარია. ამ საახალწლოდ მის მიერ მომზადებული გოზინაყი ნამდვილ ინტერნეტჰიტად იქცა და მან რეცეპტიც გაუზიარა ფეისბუქმომხმარებლებს:

- ნიგოზს ჯერ ცოტათი ხალავ, ძაან არა. მერე ჭრი. თაფლი მაწვნის ქილა 2/3, ცოტა მეტი - 1 კილო ნიგოზი. თაფლს ქვაბში ასხამ, ნელ ცეცხლზე სულ ურევ. წამოდუღებას რომ დაიწყებს, აწვეთებ ცივ წყლიან ჭიქაში. როცა წვეთი ეგრევე იკვრება, დროა და აყრი ნიგოზს. სულ ურევ, სანამ არ შეიკვრება კარგად. ამორევაზე მთელი
მასა რომ წამოყვება, მზადაა. დასველებულ დაფაზე ამოიღებ და ჯერ დასველებული ხის კოვზით გაშლი, მერე დასველებული გასაბრტყელებლიდ დაიყვან საჭირო სისქემდე, დაჭრი რომბებად და დააწყობ თეფშებზე. სულ ესაა.
ტეგები: გოზინაყი
12036
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ქართველი ვაჟკაცი
0
მაწვნის ქილა როგორ გავიგო რა ზომისაა ამიტომ პროპორციები სჯობს.ავიღოთ რაიმე ჭურჭელი,მაგალითად ჩაის ჭიქა,ხოდა 1 ჩაის ჭიქა თაფლს ვაყრით 4 ჩაის ჭიქა დაჭრილ ნიგოზს ანი პროპორციით 1:4.გავიგეთ?!
17:48 / 03-01-2020
------------
8
მართლა რომ გოზინაყი.
19:18 / 30-12-2019
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი