გოგრის მარმელადი - ნატურალური დესერტი
გოგრის მარმელადი - ნატურალური დესერტი
ნარინჯისფერი ბოსტნეულისგან მომზადებული მარმელადი დიდ მოწონებას დაიმსახურებს. მოსამზადებლადაც ძალიან მარტივია, საღამოს მოამზადებთ, შეინახავთ მაცივარში და დილით უკვე მზადაა. რამდენიმე დღე გაანებივრებთ ოჯახის წევრებს გემრიელი და სასარგებლო დესერტით.

მასში მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებია. არ იხმარება ჟელატინი (შემასქელებლად აგარ-აგარს გამოიყენებთ). შაქრის მაგივრად შეგიძლიათ ნებისმიერი შაქრის შემცვლელი გამოიყენოთ. ლიმონის წვენი გოგრის ბუნებრივ სიტკბოს სასიამოვნო სიმჟავეს ანიჭებს.

მომზადება

1. გარეცხეთ გოგრა, გათალეთ, გაათავისუფლეთ ბოჭკოსა და თესლებისგან. დაჭერით კუბებად, ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით 80 მლ.წყალი დადაადგით საშუალო ცეცხლზე.
2. ქვაბს დააფარეთ თავსახური, მიიყვანეთ ადუღებამდე. თუშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთით, თან ურიეთ. დანით შეამოწმეთ, უნდა იყოს რბილი.
3. გააგრილეთ და კარგად დააბლენდერეთ. დაბლენდერებულ პიურეს დაასხით ლიმონის წვენი. გადაიტანეთ ქვაბში, დაადგით დაბალ ცეცხლზე და ჩაყარეთ აგარ-აგარი. 1 წუთი ადუღეთ, თან ურიეთ.
4. ცხელი მასა ჩაასხით სილიკონის ფორმებში. თუ არ გაქვთ ფორმები, პლასტიკურ კონტეინერში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ისე ჩაასხით. როდესაც იქნება მზად, დაჭერით სასურველ ფორმებად. როდესაც ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, შედგით მაცივარში. 20 წუთში მარმელადი მზად იქნება. გემოვნებისა და სურვილის მიხედვით შეგიძლიათ მარმელადს მოაყაროთ ქოქოსის ფანტელი ან შაქარი.

აგარ-აგარი იყიდება მარკეტებში.
წყარო
1482
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?