როგორ მოვამზადოთ გულის ფორმის ორფეროვანი ნამცხვარი - რეცეპტი თიკა ფაცაციასგან
როგორ მოვამზადოთ გულის ფორმის ორფეროვანი ნამცხვარი - რეცეპტი თიკა ფაცაციასგან
თიკა ფაცაცია მაყურებლის მხრიდან წლებია განსაკუთრებულად პოზიტიური დამოკიდებულებით სარგებლობს. სამი შვილის დედა საკმაოდ დაკავებულია, თუმცა ტელეწამყვანს თურმე გემრიელი ნამცხვრების გამოცხობაც შეუძლია.
ფოტოები და გემრიელი ნამცხვრის რეცეპტი თიკამ ინსტაგრამზე გაგვიზიარა.

საჭირო მასალა:

3 - კვერცხი
1,5 ჭ. - შაქარი
200 გრ - კარაქი
400 მლ - მაწონი
1 ჩ.კ. - სოდა
3 ჭ. - ფქვილი
სურვილის შემთხვევაში კაკაო - გემოვნებით
mshoblebi

რეცეპტი:

სამი კვერცხი და 1,5 ჭიქა შაქარი კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ 200 გრამი ცეცხლზე გამდნარი კარაქი, 400 მლ მაწონში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სო
და და 3 ჭიქა ფქვილი.

თუ გინდათ, რომ გულის ფორმის ნამცხვარი ორ ფერში გააკეთოთ, ისე როგორც თიკამ, გაყავით ცომი ორ ტოლ ნაწილად და მეორეში შეურიეთ კაკაო. გამთბარ და კარაქწასმულ ფორმაში ჩაასხით მიღებული მასა და შედგით ღუმელში 250 გრადუსზე.
რომ აფუვდება, დაუწიეთ ტემპერატურას 150 გრადუსამდე, ბოლოს კი აცხეთ 100 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით...

2736
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები