თიკა ფაცაცია მაყურებლის მხრიდან წლებია განსაკუთრებულად პოზიტიური დამოკიდებულებით სარგებლობს. სამი შვილის დედა საკმაოდ დაკავებულია, თუმცა ტელეწამყვანს თურმე გემრიელი ნამცხვრების გამოცხობაც შეუძლია.
ფოტოები და გემრიელი ნამცხვრის რეცეპტი თიკამ ინსტაგრამზე გაგვიზიარა.
1,5 ჭ. - შაქარი
200 გრ - კარაქი
400 მლ - მაწონი
1 ჩ.კ. - სოდა
3 ჭ. - ფქვილი
სურვილის შემთხვევაში კაკაო - გემოვნებით
თუ გინდათ, რომ გულის ფორმის ნამცხვარი ორ ფერში გააკეთოთ, ისე როგორც თიკამ, გაყავით ცომი ორ ტოლ ნაწილად და მეორეში შეურიეთ კაკაო. გამთბარ და კარაქწასმულ ფორმაში ჩაასხით მიღებული მასა და შედგით ღუმელში 250 გრადუსზე.
რომ აფუვდება, დაუწიეთ ტემპერატურას 150 გრადუსამდე, ბოლოს კი აცხეთ 100 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით...