ლავაშისგან მომზადებული გემრიელი და ჯანსაღი ჩიფსები - გაახარეთ პატარები
ახლა, როცა პატარები ძირითადად სულ სახლში არიან, მშობლებს გაცილებით მეტი საფიქრალი აქვთ მენიუზე - გარდა მთავარი კერძებისა, საუზმე-სადილი-ვახშმისა, ბავშვებისთვის კიდევ რამე უნდა მოიფიქრონ, გასართობი, საცმუცნაო, სახრამუნო და თან ისეთი, რაც მათ უყვართ.
ერთ-ერთი ასეთია ჩიფსები, რომლებიც ბავშვების დიდ ნაწილს უყვარს, თუმცა საკმაოდ მავნე პროდუქტია. არადა, თურმე შინაც შეიძლება გავაკეთოთ სხვადასხვა ვარიაციით.
ვიდეოში ერთ-ერთი ვარიანტია აღწერილი, თუმცა ლავაშზე წასასმელი სოუსი ნებისმიერი შეიძლება იყოს, გემოვნების მიხედვით - წყალში გაზავებული კეტჩუპი, წყალში გაზავებული ტომატი სუნელებით ან რამე სხვა, რასაც მოიფიქრებთ. და თანაც, იგივე
წარმატებით შეგიძლიათ მოამზადოთ ტაფაზე, ოღონდ ორივე მხრიდან უნდა გახუხოთ. რაც მთავარია, ნებისმიერ შემთხვევაში ითხოვ ცოტა დროს და ბევრად უფრო ჯანსაღია, ვიდრე კონსერვანტებით გაჯერებული მაღაზიაში ნაყიდი ჩიფსები. 
mshoblebi
3809
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?