ჩურჩხელა - გულისა და ტვინის საუკეთესო მკვებავი (+რეცეპტი)
ჩურჩხელა - გულისა და ტვინის საუკეთესო მკვებავი (+რეცეპტი)
ჩურჩხელა გარდა იმისა, რომ გემრიელი და ბევრისთვის საყვარელი ნუგბარია, სასარგებლოცაა. თათარა კალიუმით მდიდარია და გულის კუნთის მუშაობას უწყობს ხელს, კაკალი კი დადებითად მოქმედებს ძვლის ტვინსა და ელენთაზე. გარდა ამისა, კაკალი მეცნიერებმა ტვინის საუკეთესო მკვებავადაც აღიარეს. ამიტომ გვირჩევდნენ ბებიები, გამოცდების წინ ჩანთაში ჩურჩხელა ყოველთვის უნდა გეგდოსო.
ყურძნის ძლიერ ნახარში წვენისგან მომზადებული თათარა უძილობის ბუნებრივი წამალიცაა.

 

საჭირო მასალა:

4 ლ ბადაგი
1 კგ ფქვილი
700 გ ნიგოზი ან თხილი

მომზადება:

ნიგვზის ლებნები მეოთხედებად დავყოთ და ზურგით ზევით ავასხათ ორმაგად გაკვანძულ მსხვილ ბამბის ძაფზე.
mshoblebi

ბადაგის

ნახევარი ავადუღოთ, მეორე ნახევარში მიქსერის ან სათქვეფის საშუალებით კარგად გავხსნათ ფქვილი და ჩავუმატოთ ცხელ-ცხელ ბადაგს, თან ვურიოთ.

mshoblebi
თათარას მუდმივად ვურიოთ ხის კოვზით, სანამ  მასა შეიკვრება, შემდეგ დაბალ  ცეცხლზე დავდგათ და ხანდახან ამოვურიოთ.

mshoblebi
დაახლოებით 40 წუთში თათარა შემოსული იქნება. გემო გავუსინჯოთ, მზად არის თუ არა თათარა. ფქვილის გემო არ უნდა ჰქონდეს.

mshoblebi
თითოეული ნიგვზის აცმა მოვათავსოთ თათარაზე, ზემოდან კოვზით დავადოთ თათარა და სწრაფი მოძრაობით ამოვავლოთ ჩურჩხელები.

mshoblebi
ჩურჩხელები გავკიდოთ ხის ძელზე დაახლოებით 9-10 დღით ჰაერზე გავაჩეროთ, შემდეგ შევინახოთ.

mshoblebi

რჩევა

ჩურჩხელის მოსამზადებლად ჩვენი წინაპრები სოფლურად დაფქულ რუხ ფქვილს გამოიყენებდნენ, რაც ჩურჩხელის სირბილეს უზრუნველყოფდა და დიდხანს ინახავდა. ამ ნუგბარის მომზადების

მეორე აუცილებელ პირობას ბადაგი წარმოადგენს – ამისთვის  ნატურალური ყურძნის წვენი იმდენ ხანს უნდა ვადუღოთ, სანამ, სულ მცირე, არ განახევრდება. კიდევ უკეთესია 1/3-ზე დადუღებული ბადაგის გამოყენება.

აქვე დავურთავ რამდენიმე საინტერესო რჩევას,  რომელიც ჩვენს მკითხველს კარგი ჩურჩხელის არჩევისთვის გამოადგება.

1. კარგი ჩურჩხელა დროთა განმავლობაში თვითონ გამოყოფს გლუკოზას და იფარება თეთრი ფენით, რომელც ფქვილისგან იმით განსხვავდება, რომ უფრო ჰაეროვანი სტრუქტურა აქვს.

2. კარგი ჩურჩხელა ადვილად უნდა ტყდებოდეს. კარგად დააკვირდით, თუ მას სიგრძეზე აქვს ბზარი, ესე იგი ბადაგი ნაკლებადაა ნახარში და ჩურჩხელაც აუცილებლად გამაგრდება, ხოლო თუ სიგანეზე აქა-იქა გადატეხილია – მაშასადამე, ხარშვა გადამეტებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩურჩხელის პრობლემა მხოლოდ მის შესახედაობაში მდგომარეობს.

3. ჩურჩხელა დიდხანს რომ არ გამაგრდეს, უნდა გავახვიოთ ბამბის ქსოვილში, შემდეგ ცელოფანში და მშრალსა და გრილ ადგილას შევინახოთ. ახალი ჩურჩხელა რამდენიმეჯერ უნდა ამოვიღოთ,  გავანიავოთ და კვლავ შევინახოთ. ასე თავს დავიზღვევთ მისი დაობებისაგან.

ჟურნალი "გემრიელი"

20112
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
აი, ჩურჩხელა
1
ყველაზე სასრგებლო ნუგბარი ❤️
00:44 / 21-08-2019
?
1
!!!
23:41 / 15-11-2014
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?