ხილით სავსე ჟელატინის კვერცხები ფორთოხლის ცუკატების ბუდეში - ულამაზესი ტკბილეულის რეცეპტი მრავალშვილიანი დედისგან - მშობლები

ხილით სავსე ჟელატინის კვერცხები ფორთოხლის ცუკატების ბუდეში - ულამაზესი ტკბილეულის რეცეპტი მრავალშვილიანი დედისგან

2020-04-26 13:43:49+04:00

ეს მშვენიერი ტკბილეული ჩვენი მკითხველებისთვის ცნობილმა დიასახლისმა, მრავალშვილიანმა დედამ ვერიკო ბიწაძემ მოამზადა, რომელიც გვანებივრბეს ხოლმე ახალი რეცეპტებით. ეს ის არის, რაც ბავშვებს ნამდვილად მოეწონებათ:

1. ჟოლოს ჟელატინი

კვერცხი ჩავტეხოთ ისე, რომ თავისუფლად დაიცალოს შიგთავსიდან... გავრეცხოთ ნაჭუჭი სოდიანი წყლით და დავალაგოთ გასაშრობად...

3 ს.კ ჟელატინი, ანუ 30გრ +1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და დავდგათ დაახლოებით 30 წუთი, კარგად უნდა გაფუვდეს, შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ, რომ კარგად გალღვეს, მაგრამ არ აგვიდუღდეს. დავუმატოთ 2 ჭიქა ალუბლის და ჟოლოს წვენი+შაქარი გემოვნებით (ასევე შეგიძლიათ სხვა ხილის გემოს მქონე ჟელატინის და სხვა ხილის წვენის გამოყენება, სურვილისამებრ).

გამზადებულ კვერცხის ნაჭუჭში ჩავალაგოთ ჟოლო (ან სხვა დაჭრილი ხილი, სურვილისამებრ) და დავასხათ გამზადებული ჟელატინი, დავდოთ მაცივარში მთელი ღამე. მეორე დღეს სათითაოდ თითო წამით ჩავდოთ კვერცხი ცხელ წყალში, რომ ნაჭუჭი ადვილად მოშორდეს მზა ჟელატინს...

mshoblebi

2. ფორთოხლის და გრეიპფრუტის ცუკატი

წვრილად დავუსეროთ კანი ციტრუსს და შემოვაცალოთ რბილობი. ამჯერად თეთრი ნაწილი არ მოვაშორე ცედრას და მთლიანად გამოვიყენე და ძალიან კარგია დავასხი ცივი წყალი და ერთი დღე დავდი, პარალელურად ვუცვლიდი წყალს ხშირად, რომ სიმწარისგან დაცლილიყო. მეორე დღეს გადავწურე და ცოტა მარილიან წყალში წამოვადუღე, როგორც კი წამოდუღდებოდა, ვუქცევდი ცხელ წყალს და ვავლებდი ცივ წყალში, ასე გავიმეორე სამჯერ... სანამ წყალში ჩავდებდი კანს, ავწონე - იყო 900 გრამი, ამიტომ გავამზადე 900 გრამი შაქრის და 450 მლ წყლის ნაზავი და დავუმატე მიხაკი და ვანილი...

ციტრუსის კანი ჩავდე ადუღებულ შაქრიან წყალში და ვადუღე 10 წუთი, თან სულ ვურევდი, რომ არ მიეწვა... შემდეგ გავაცივე და ისევ წამოვადუღე. ასე გავიმეორე, სანამ სულ არ შეიშრო შაქრიანი მასა... შემდეგ ეგრევე ცხელი ამოვავლე შაქრის პუდრაში.

mshoblebi

p.s. ასევე მინდოდა წითელი ფერის და ნაწილი უკვე მზა ცუკატი ჩავდე შაქრისა და ალუბლის წვენის ნაზავში და ვადუღ იგივე პრინციპით.