როგორ უნდა მოამზადოთ ქათმის უნაზესი კატლეტი დაბალანსებული გემოებით - გამოცდილი რეცეპტი
როგორ უნდა მოამზადოთ ქათმის უნაზესი კატლეტი დაბალანსებული გემოებით - გამოცდილი რეცეპტი
ქათმის კატლეტები იმ ბავშვებსაც მოსწონთ, რომლებსაც ხორცი დიდად არ უყვართ და მათაც, ვინც ხორცეულს სიამოვნებით მიირთმევს. წარმოგიდგენთ ქათმის კატლეტის გამოცდილ რეცეპტს, რომელზეც ყველაზე პრეტენზიული ბავშვიც კი უარს არ იტყვის, რადგან ძალიან ნაზი სტრუქტურისაა, თეთრ ხორცში არ შეიმჩნევა ხახვი, მწვანილი კი არ სჭირდება.
დაგჭირდებათ:
ქათმის ფილე 1 კილოგრამი
თეთრი გამომშრალი პური 200 გრამი
ხახვი 180 გრამი
ნიორი 5-6 კბილი
კარაქი 100 გრამი
კვერცხი 2 ცალი
მარილი, დაფქული წითელი და შავი პილპილი გემოვნებით
საფანელად უმჯობესია გამოიყენოთ დაფქული ორცხობილა.
მომზადება:
დაალბეთ პური წყალში ან რძეში და კარგად გაწურეთ. გაატარეთ ინგრედიენტები ხორცსაკეპ მანქანაში. უმჯობესია, თუ
ორჯერ გაატარებთ, რადგან მასა ძალიან კარგად უნდა შეიკრას. შეაზავეთ მარილით და პილპილით, აურიეთ კვერცხი და კარაქი. დაანაწევრეთ 70-80 გრამიან გუნდებათ და მიეცით მოგრძო ფორმა.
უნდა შეწვათ ძალიან დაბალ ცეცხლზე.
1489
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები