6 წლის თომა გურგენიძე დედასთან - ვერიკო ბიწაძესთან ერთად ჩაერთო საშობაო ნამცხვრის ცხობის პროცესში და ვიდეოც შემოგვთავაზა:
რეცეპტი:
200გრ კარაქი+150 გრ შაქარი, კარგად ავთქვიფოთ + 1 კვერცხი მთლიანად და მეორე მხოლოდ გული (ცილა შევინახოთ)+ერთი ჩ/კ ჯანჯაფილი, დანარჩენები ნახევარი ჩ/კ მუსკატის კაკალი, მიხაკი, დარიჩინი, ილი + ნახევარი კოვზი სოდა გახსნილი ორ სუფრის კოვზ ლიმონის წვენში+ ფქვილი სამი ჭიქა (600 გრ). მოვზილოთ, გადავახვიოთ საკონდიტრო ცელოფანში და მაცივარში მოვათავსოთ (ერთი საათიც საკმარისია). გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.
შაქრის მინანქარი
1 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე+200გრ შაქრის პუდრა+ ერთი ს/კ ლიმონის წვენი, ვანილი...
გავყოთ სამ ნაწილად. ორი შევღებოთ საკონდიტრო ფერით.