"ჩვენი სახლის აშენების იდეა მე მეკუთვნის... ორი სართულია, ასევე საუნა და აუზი... ვერ ვიწუწუნებ, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს" - ჟანრი ლოლაშვილი და თათული დოლიძე საკუთარ სახლში გვმასპინძლობენ
"ჩვენი სახლის აშენების იდეა მე მეკუთვნის... ორი სართულია, ასევე საუნა და აუზი... ვერ ვიწუწუნებ, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს" - ჟანრი ლოლაშვილი და თათული დოლიძე საკუთარ სახლში გვმასპინძლობენ
ხელოვანი ცოლ-ქმარი, ჟანრი ლოლაშვილი და თათული დოლიძე საკუთარ, კერძო სახლში ცხოვრობენ. მათ ქუჩაზე შეუხვევ თუ არა, თვალში მოგხვდება ღია ფერის სახლი, ფრანგული აივნებით.

თათული დოლიძე:
- 30 წელია ამ სახლში ვცხოვრობთ. მისი აშენების იდეა მე მეკუთვნის. აქ ორი "სრულყოფილი" სართულია, არის დიდი სხვენი და ქვედა სივრცე, სადაც ჟანრის სახელოსნო და სამუშაო ოთახია; ასევე საუნა და აუზი. სახლის ავტორები ძალიან კარგი არქიტექტორები არიან. მისი მშენებლობა დაიწყო ალიკა ჯაფარიძემ, თუმცა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო საქმე ბოლომდე მიეყვანა. ის ნუგზარ ხვედელიანმა და შოთა
ყავლაშვილმა დაასრულეს.

- პატარა, ლამაზი ბაღი გქონიათ, მცენარეებით, ხოლო მთელ სახლში თქვენი მეუღლის ნამუშევრებია...

- საერთოდ, მომწონს გამწვანებული სივრცე. ბაღს მე ვუვლი. თუმცა ჩრდილოეთია, მზე ნაკლებად ხვდება და ცოტა ძნელია მცენარეების გახარება. თან გარშემო სულ მშენებლობებია და თავიდან რა განათებაც იყო, ისიც აღარაა. მაგრამ ნამდვილად ვერ ვიწუწუნებ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს. რაც შეეხება ნახატებს, ბევრი მხატვარი მომწონს და გვაქვს კიდეც სხვების ნამუშევრები, უბრალოდ აღარ გვაქვს სივრცე, რომ ცალკე გამოვფინო. მათ შორისაა: თემო ჯაფარიძე, თემო გოცაძე, გივი ვაშაკიძე, გივი კასრაძე, შალვა მატუაშვილი...
mshoblebi

- მეუღლე გხატავთ ხოლმე? აქვს თქვენი პორტრეტი შექმნილი?

- არა, საერთოდ არ მხატავს. უბრალოდ, ყველა ამა თუ იმ ნამუშევარში ჩემს თავს ამოიკითხავს ხოლმე. თუმცა,
რატომღაც ყველა ქალში მე მხედავენ, მაგრამ ნამდვილად არ ვმჯდარვარ, რომ დავეხატე. მხოლოდ ერთხელ სცადა, მაგრამ არ მოეწონა, დახია და გადააგდო. საერთოდ, ჟანრი არ გადის სადმე, რომ პეიზაჟი იქ შექმნას, ან ვინმე დასვას და მისი პორტრეტი დახატოს. თავისი ფანტაზიით ქმნის ყველაფერს.
mshoblebi

- ქალბატონო თათული, ეს ის სახლია, როგორიც გსურდათ გქონოდათ?

- ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განვახორციელე, ამას სხვა საშუალებები სჭირდება, მაგრამ... საერთოდ, რაღაც-რაღაცები ცოტა მბეზრდება ხოლმე, ამიტომ სულ მირჩევნია, ახალ-ახალი ვაკეთო, იდეები სულ მომდის. ამ სახლს დიდი ხნის განმავლობაში ვაშენებდით, თითქმის ათი წელი...

ჟანრი ლოლაშვილი დღის უმეტეს ნაწილს სახელოსნოში ატარებს. ხატავს და თან მუსიკას უსმენს. ერთი კონკრეტული მუსიკალური ჟანრი არ აქვს ამოჩემებული, ხან რას უსმენს და ხან რას, განწყობას გააჩნია. როცა მუშაობს, თუ მეუღლეს ან შვილს თავად არ დაუძახა, ისე მის "სამფლობელოში" არავინ შედის. "ეს ხომ ინტიმური პროცესია და რა საჭიროაო", - იძახის. გამოდის, გაგვიმართლა, მხატვარმა თავის "სახელოსნო-სამზარეულოში თავისი მორიგი კერძი-ნახატის მომზადების პროცესი" რომ გვანახვა.
ინტერვიუ და ექსკლუზიური ფოტოსესია იხილეთ ჟურნალ "შინის" ზამთრის ნომერშიmshoblebi
9975
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი