დაგჭირდებათ:
- 400 გრამი ხაჭო
- 70 გრამი არაჟანი
- 3 კვერცხი (გააცალკევეთ ცილა და გული)
- 1 სუფრის კოვზი მანანის ბურღული
- 2 სუფრის კოვზი სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი.
- შაქარი 80 გრამი.
- ვანილი
მომზადება:
ერთად მოათავსეთ ხაჭო, არაჟანი, შაქარი კვერცხის გულები, მანანის ბურღული და სახამებელი. აურიეთ ხელით ან მიქსერით.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა შაქართან ერთად და მომზადებული ბეზე ფრთხილად, კოვზით შეურიეთ პუდინგის მასას. ცხვება ცხიმწასმულ ქაღალდის ფორმაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ პასკის ან "ქაფქეიქების" ფორმები. ცხვება ღუმელში 180 გრადუსზე. შესაძლებელია ფორმა მულტისახარშ ქვაბში მოათავსოთ და 50-წუთიან ცხობის რეჟიმზე მოამზადოთ. აცადეთ, რომ პუდინგი იქვე გაცივდეს, ღუმელში ან ქვაბში და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიღეთ. შეგრილებულს მოხსენით საცხობი ქაღალდიც. ზემოდან შეგიძლიათ მოართოთ ხილით ან ჯემით.
როგორ გავიგოთ ნამდვილ ხაჭოს ვჭამთ თუ არა
რატომაა სასარგებლო და როდიდან მივცეთ პატარას ხაჭო
ხაჭოს ნამცხვარი, რომლის მოსამზადებლად მხოლოდ 5 წუთია საჭირო