ვაშლის ნამცხვარი შოკოლადის მინანქრით - მარტივი რეცეპტი, რომელმაც უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა
ვაშლის ნამცხვარი შოკოლადის მინანქრით - მარტივი რეცეპტი, რომელმაც უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა
ამ რეცეპტს სოციალურ ქსელში ძალიან დიდი მოწონება ხვდა წილად და უამრავი გაზიარება აქვს. თქვენც გთავაზობთ:

ინგრედიენტები:

ცომისთვის:
3 კვერცხი
200 გრამი კარაქი ან მარგარინი
200 გრამი შაქარი
2 სუფრის კოვზი არაჟანი
1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
500 გრამი ფქვილი
ვანილი

შიგთავსისთვის:
6 დიდი ვაშლი
100 გრამი შაქარი
1 ჩაის კოვზი დარიჩინი
0,5 ჭიქა კაკალი

მინანქრისთვის:

3 სუფრის კოვზი კაკაო
3 სუფრის კოვზი შაქარი
5 სუფრის კოვზი რძე
0,5 სუფრის კოვზი ზეთი
ცხვება 180 გრადუსზე, 35-40 წუთის განმავლობაში
გამოსაცხობი ფორმა : 35/25 სმ

მომზადება:

ცომისთვის თასში მოათავსეთ კვერცხი, დაამატეთ შაქარი, ვანილი და ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ კარაქი ან მარგარინი. კვლავ ათქვიფეთ. დაამატეთ არაჟანი. შეგიძლიათ არაჟნის ნაცვლად გამოიყენოთ იოგურტი ან მაწონი. ათქვიფეთ. ჯერ დაამატეთ ერთი ჭიქა ფქვილი და გამაფხვიერებელი, მიქსერით ათქვიფეთ, შემდეგ კი დარჩენილი ფქვილი და ხელით მოზილეთ. უნდა მიიღოთ რბილი ცომი. დააფარეთ ტილო ან საკვების ცელოფანი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
შიგთავსისთვის: ვაშლი გათალეთ და გაასუფთავეთ კურკისგან. შემდეგ კი სახეხით გახეხეთ. დაამატეთ შაქარი, დარიჩინი. კაკალი მოხალეთ ტაფაზე, წვრილად დაჭერით და შეურიეთ ვაშლიან მასას. კარგად აურიეთ.
ცომი გადაიტანეთ ფქვილიან დაფაზე და გაყავით სამ ნაწილად. გააბრტყელეთ ცომის ერთი ნაწილი. ტაფაზე დააფინეთ გამოსაცხობი ქაღალდი. გადაიტანეთ გაბრტყელებული ცომი. გადაანაწილეთ ვაშლიანი მასის ნახევარი. შემდეგ გააბრტყელეთ მეორე
ნაწილი და დაადეთ ვაშლიან ფირფიტას. შემდეგ ისევ ვაშლიანი მასა. გააბრტყელეთ ცომის მესამე ნაწილიც და დააფინეთ ტაფაზე გამზადებულ მასას. კიდეები გაასწორეთ, ხის ჯოზით დაჩხვლიტეთ და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 35-40 წუთის განმავლობაში.
მინანქრისთვის: თასში მოათავსეთ შაქარი, კაკაო, რძე ან წყალი. კარგად აურიეთ და დადგით გაზქურაზე, დაბალ ცეცხლზე. თან ურიეთ. როცა გამორთავთ, დაამატეთ ცოტა კარაქი, აურიეთ და მოასხით ნამცხვარს. კარგად გადაანაწილეთ და გემრიელად მიირთვით!
8134
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი