რას ნიშნავს "სუნელების დათრობა" პასკისთვის და როგორ მოვამზადოთ ეს არომატული ნაზავი
რას ნიშნავს "სუნელების დათრობა" პასკისთვის და როგორ მოვამზადოთ ეს არომატული ნაზავი
აღდგომის დღესასწაულებდე ჯერ საკმარისი დროა დარჩენილი, თუმცა მათ, ვინც პასკის გამოცხობას სახლში აპირებს, თადარიგის დაჭერა ბევრად უფრო ადრე სჭირდებათ.
დროს დიასახლისები მასალისა მომარაგების გარდა, ე.წ. სუნელების დასათრობადაც იყენებენ. სუნელების დათრობა ბოლო დროს ძალიან ატუალური გახდა პასკის ცხობის მოყვარულებში. თუმცა ბევრმა არ იცის და აინტერესებს, რას ნიშნავს სუნელების დათრობა? სანელებლებმა რომ უფრო ძლიერი არომატი შესძინონ პასკას, ამისათვის მათ მცირე რაოდენობის ალკოჰოლს უმატებენ და 2-3 კვირა, ზოგჯერ მთელი თვეც აყოვნებენ. შემდეგ ამატებენ პასკის ცომს. შესაძლებელია მხოლოდ 2-3 დღით ადრეც მოამზადოთ. სანელებლები მაინც
საკმარის არომატს გამოუშვებენ.
გთავაზობთ სურნელოვან ნაზავს ერთი პორცია პასკისთვის:
  • 1 ს/კოვზი მუსკატის კაკალი დაფქვილი(ჯავზი).
  • 1ს/კ. მიხაკი დასაფქვავი.
  • 1 ს/კ ილი დაფქვილი.
  • 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი.
  • 1/3 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი.
  • ლიმონის და ფორთოხლის ცედრა
ეს ყველაფერი ერთად ჩავყაროთ პატარა ქილაში და დავასხათ 100გრ. არაყი, ვისკი ან კონიაკი. შევინახოთ გრილ ადგილას და დღეში ერთხელ შევანჯღრიოთ. შევურიოთ ცომს. ეს დოზები გათვალისწინებულია ერთი პორცია (10-კვერცხიანი) პასკის ცომისთვის.
თუ ამ ნაზავის მომზადებას ვერ მოასწრებთ, ნუ შეშფოთდებით. ძალიან ბევრი დიასახლისი "დათრობის" გარეშეც უგემრიელეს პასკებს აცხობს.


შინაური პასკის მარტივი და გემრიელი რეცეპტი:

ვინც არ დაიზარებს და შინ გამოცხობას გადაწყვეტს, ვთავაზობთ ამ რეცეპტით იხელმძღვანელოს. ამ დოზით
10 საშუალო ზომის (არა დიდი) პასკა გამოდის. თუ თქვენთვის ბევრია, დოზები გაანახევრეთ.
სანამ უშუალოდ ცხობას შეუდგებით, სასურველია 2-3 დღით ადრე 1 ჩაის კოვზ ყვითელ ყვავილს 30 მლ არაყი დაასხათ, რათა პასკისთვის საჭირო ინტენსიური ყვითელი ფერისთვის ნაყენი მიიღოთ (ძალიან ცოტა დაგჭირდებათ).
ინგრედიენტები:
  • 3 ჭიქა რძე
  • 500 მლ მაწონი
  • 50 გრ. საფუარი
  • 1,300 კგ შაქარი
  • 3,300 კგ ფქვილი
  • 700 გრ. კარაქი (ან მარგარინი)
  • 1 ცალი ფორთოხლის გახეხილი კანი (ცედრა)
  • ლიმონის ესენცია ან ცედრა.
  • 12 კვერცხი
  • ქიშმიში 500 გრამი (სურვილის შემთხვევაში - ცუკატებიც)
  • სუნელები: მუსკატის კაკალი, მიხაკი, დარიჩინი, ილი - მათი რაოდენობა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. თითოეული დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზის ან ნაკლები ოდენობით უნდა აიღოთ.

მომზადება:

ფქვილში ჩაასხით მაწონი და თბილი რძე, რომელშიც საფუარია გახსნილი.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. შეურიეთ ცომს და დაამატეთ გამდნარი მარგარინი. ჩაამატეთ ზემოჩამოთვლილი სუნელები და სპირტზე დამზადებული ყვითელი ყვავილის ნაყენი 1 სუფრის კოვზი. მოზილეთ ჩვეულებრივი ცომი. დადგით ასაფუებლად. რომ ამოვა, ისევ ჩაზილეთ ამჯერად ზეთში დასველებული ხელებით. უნდა შეაზილოთ 100 გრამი ზეთი, ქიშმიში და ისევ დადგით ასაფუებლად. რომ ამოვა, ჩაასხით ფორმებში და გამოაცხვეთ საშუალო ცეცხლზე. ცომს ფორმის მხოლოდ მესამედი უნდა ეკავოს. ცხობისას ფორმას რომ გაავსებს და გამოცხობამდე ცოტა რომ აკლდება, ცეცხლს ოდნავ დაუწიეთ. ასე გამოშრობას უკეთ მოასწრებს.
ფორმების მომზადება
ყველაზე ხშირად თუნუქის ქილებს იყენებენ. ფორმაში ფსკერზეც და გვერდებზეც კალკის ქაღალდი უნდა ჩაუფინოთ, რომლებზეც ზეთი იქნება წასმული.

4119
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი