გემრიელი და ტკბილი სასუსნავი პატარებისთვის
ინგრედიენტები ცომისთვის: 150 გრამი კარაქი ან მარგარინი, 100 გრამი შაქარი, 3 ცალი კვერცხი, 100 გრამი შოკოლადი (ნებისმიერი, გემოვნების მიხედვით), 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი (ან 1 ჩაის კოვზი სოდა), 150-200 გრამი ფქვილი.
კრემისთვის: 200 გრამი ჟოლო (ან მარწყვი, გარგარი, კურკებამოცლილი ალუბალი. შეიძლება, სულაც შოკოლადის მაფინები მოამზადოთ და უკვე მომზადებულს შოკოლადი მოასხათ ზემოდან), 300 გრამი ხაჭო, 1 ცალი კვერცხი, 50 გრამი შაქარი. მითითებული რაოდენობის ინგრედიენტებისგან 10-12 მაფინი გამოდის.
მოამზადეთ ცომი: შოკოლადი კუბიკებად დაჭერით. შაქარი და კარაქი ერთმანეთში გადაზილეთ. დაამატეთ მას შოკოლადი და კვერცხი, აურიეთ. დაამატეთ გამაფხვიერებელი და ფქვილი. აზილეთ ცომი.
მოამზადეთ კრემი: კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ ხაჭო, აურიეთ. დაუმატეთ ჟოლო და ფრთხილად მოურიეთ.
ფორმებში გადაიღეთ ცომი, ისე, რომ ფორმები ნახევრამდე შეივსოს. ცომს დაადეთ ზემოდან 2 სუფრის კოვზი კრემი. შემდეგ შეალაგეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. 30-35 წუთი აცხვეთ. ფორმებშივე დააცადეთ გაციება და შემდეგ ამოიღეთ.