თანაც, კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - მარტივად და მალე მზადდება ეს ნამცხვარი სტაფილოსგან მზადდება, შესაბამისად, არა მხოლოდ გემრიელი, ვიტამინებით სავსე კერძიცაა. ყველასთვის ცნობილია, რომ სტაფილო ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. მისი სამკურნალო და სასარგებლო თვისებები იმით აიხსნება, რომ მდიდარი შემადგენლობა აქვს. რასაკვირველია, მისგან მომზადებული ნამცხვარიც სასარგებლო იქნება, თანაც, კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - მარტივად და მალე მზადდება. ბავშვებს რომ კიდევ მეტად მოანდომოთ და მიიზიდოთ, შეგიძლიათ გააფორმოთ მარმალადით, რომლის ინგრედიენტებიც, წესით, სასარგებლო უნდა იყოს.
ინგრედიენტები
სტაფილო – 2 ცალი
ქათმის კვერცხი – 3 ცალი
შაქარი – 1 ჭიქა
ფქვილი – 1 ჭიქა
კარაქი – 100 გრამი
გამაფხვიერებელი – 1 მგ
მარილი – 1 მგ
მარმალადი – 200 გრ
მომზადება
სტაფილო გარეცხეთ და გაფცქვენით. შემდეგ წვრილად გახეხეთ. კარაქი ორთქლზე გაალღვეთ.
ათქვიფეთ 3 კვერცხი და შაქარი, სანამ სქელ ქაფს არ გაიკეთებს – რომ ნამცხვარი უფრო ჰაეროვანი გამოვიდეს. ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, გამლღვალი კარაქი, მწიკვი მარილი და კოვზით აურიეთ.
ფქვილი ცალკე მოათავსეთ ჭურჭელში, აურიეთ მასში გამაფხვიერებელი და შემდეგ დაუმატეთ მანამდე მომზადებულ მასას. ყველაფერი ფრთხილად აურიეთ და ცომი მოზილეთ კარგად, რომ ერთგვაროვანი გახდეს.
მომზადებული ცომი მოათავსეთ ზეთწასმულ ფორმაში და 180 გრადუსზე გამოაცხვეთ ღუმელში, 25-30 წუთით.
რომ გამოცხვება და გამოიღებთ, შეგიძლიათ ცოტა გააციოთ და შემდეგ მორთოთ მარმალადებით, რომელიც ასევე შეგიძლიათ შინ დაამზადოთ (იხილეთ რეცეპტი). ასევე უხდება ათქვეფილი კვერცხის ცილისა და შაქრისგან მომზადებული ბეზე. ან უბრალოდ მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა და მაინც გემრიელი იქნება.
ასევე იხილეთ: გოგონებისთვის სტაფილოს ჭამა აუცილებელია