როგორ მოვამზადოთ უკრაინული პელმენი ქოთანში - 3 განსხვავებული რეცეპტი
როგორ მოვამზადოთ უკრაინული პელმენი ქოთანში - 3 განსხვავებული რეცეპტი
პელმენი მეზობელი უკრაინის და ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის, მაგალითად, პოლონეთის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. მისი სხვადასხვა ვარიაცია არსებობს, თუმცა კლასიკური რეცეპტი მაინც ყველაზე გავრცელებულია.

პელმენის რეცეპტი ურალის მთებიდან, ციმბირიდან (რუსეთი) მოდის, სადაც დიდი ხნის წინ გაუსაძლისი ყინვის გამკლავება ამ მარტივი და ცხელი კერძით დაიწყეს, რომლის მომზადებასაც სულ რამდენიმე ინგრედიენტი სჭირდებოდა.
დღეს უკრაინული პელმენი ქოთანში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის დასაგემოვნებლად რესტორნებში დავდივართ ხოლმე, თუმცა შეგვიძლია სახლშიც მარტივად და სწრაფად მოვამზადოთ. საყვარელი კერძის სწრაფად მოსამზადებლად იდეალური არჩევანია "ნიკორას" შვილობილი კომპანია "მზარეულის" უმაღლესი
ხარისხის პელმენი
, რომელიც რამდენიმე სახეობით არის წარმოდგენილი: საქონლის ხორცით, ციმბირული, "გურმანი", ფანტაზია" და კარტოფილის გულსართით.

უგემრიელესი პელმენის მოსამზადებლად სწორედ "მზარეული" გვიზიარებს სამ რეცეპტს, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ.

რეცეპტი N1:

უკრაინული რეცეპტის თანახმად, ფარში ღორის ხორცით ან თევზით მზადდება, რომელიც მარილით, წიწაკითა და ხახვით არის შეზავებული, რაც კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს. ქოთნის უკრაინული პელმენის ერთ-ერთი გავრცელებული რეცეპტი კი ასეთია:

ინგრედიენტები:


  • პელმენი - 300 გ (თუ ტრადიციული პელმენის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ "მზარეულის" პელმენი გამოიყენოთ. განსაკუთრებით მოუხდება "ციმბირული")
  • ხახვი - 1 თავი
  • სტაფილო - 50 გ
  • კარტოფილი - 50 გ
  • დაფნის ფოთოლი
  • მარილი და პილპილი
  • კარაქი

mshoblebi

ბულიონის მომზადება: 500 მლ წყალი წამოადუღეთ, დაამატეთ სტაფილო, ხახვი, დაფნა, კარტოფილი, პილპილის მარცვლები და ხარშეთ 20 წუთი. შეგიძლიათ დაამატოთ ოხრახუშის ღერებიც.

პელმენები შეწვით ტაფაზე კარაქში ან ზეთში. თუ გაყინულია, წინასწარ ნუ გაალღობთ. გადაიტანეთ ქოთანში. დაამატეთ ბულიონიდან ამოღებული დაჭრილი სტაფილო და კარტოფილი. შემდეგ დაასხით იმდენი ცხელი ბულიონი, რომ ოდნავ დაფაროს პელმენები. შედგით ღუმელში 200 გრადუსზე. ბულიონის წამოდუღებიდან 10 წუთში ღუმელი გამორთეთ, ხოლო კიდევ 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ქოთანი გამოიღოთ.

სურვილისამებრ დაამატეთ მწვანილი ან არაჟანი, მიირთვით მაშინვე, ცხლად. 

რეცეპტი N2

პელმენი 5 წუთის განმავლობაში ხარშეთ, შემდეგ გადაიტანეთ ქოთანში კარაქთან ერთად, მოასხით არაჟანი და ყველი ან სოკო არაჟნით და მოამზადეთ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. შედეგად მიიღებთ საოცრად არომატულ და უგემრიელეს კერძს, რომელიც შემოდგომისა და ზამთრის ცივ დღეებს ძალიან უხდება. რეცეპტისთვის გირჩევთ "მზარეულის" პელმენი "გურმანი" გამოიყენოთ, რომლის დახვეწეილი გემო თქვენს კერძს საოცრად მოუხდება. 

mshoblebi

რეცეპტი N3

შემწვარი ხინკლის მსგავსად, თუ შემწვარი პელმენიც ძალიან გიყვართ, მაშინ ამ დაბრაწული პელმენების რეცეპტი თქვენთვისაა:

ინგრედიენტები:

  • ყველი - 100 გ
  • არაჟანი - 250 გ
  • კვერცხი - 4
  • ხახვი - 2-3
  • "მზარეულის" პელმენი - 800 გ (შეგიძლიათ, როგორც საქონლის ხორცის, ისე კარტოფილის გულსართით გამოიყენოთ)
  • მარილი და პილპილი
  • მწვანილი
mshoblebi

თავდაპირველად, მოვშუშოთ წვრლად დაჭრილი ხახვი, ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე. ამასობაში, ფორმას წავუსვათ ზეთი და ღუმელში შევათბოთ (ამგვარად, გამთბარი ფორმა პელმენებს აღარ მიკრავს). შემდეგ გადავიტანოთ პელმენები ფორმაში ერთ ფენად და ზემოდან მოშუშული ხახვი დავაყაროთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ლაზანიასთვის განკუთვნილი ოთხკუთხედი საცხობი ფორმა ან აქაც ქოთანი.

ავთქვიფოთ კვერცხი და დავამატოთ არაჟანი, მარილი და პილპილი. მიღებული მასა დავასხათ პელმენებს, ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდოთ ღუმელში 40 წუთით. ღუმლიდან გამოღებულ მზა კერძს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.
თუ გსურთ, შეგიძლიათ, რეცეპტს სოკო, ბროკოლი და სხვა ბოსტნეული დაამატოთ. რაც მთავარია, პელმენის ეს არატრადიციული რეცეპტი თქვენს საყვარელ კერძს უფრო სახალისოს გახდის. ბოსტნეული უხდება მოხარშულ პელმენსაც და მას უფრო პიკანტურ გემოს სძენს.
821
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები