ახალ წლამდე ცოტა დრო დარჩა და სუფრის გაფორმებაზეც ბევრი ფიქრობს. შეიძლება, ბევრი რამ არ იდოს სუფრაზე, მაგრამ ლამაზად იყოს გაფორმებული.
ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილებაა სუფრაზე იმ წლის სიმბოლოს მსგავსად მორთული კერძი. 2022 ვეფხვის წელია ჩინური კალენდრით, ამიტომ, შეგიძლიათ, შექმნათ სალათა "ვეფხვი".
შიგთავსი ნებისმიერი შეიძლება იყოს - შუბა, კრაბის სალათი, ქათმის სალათი და ა.შ. მთავარი გაფორმებაა, რომლის იდეებსაც აქვე გთავაზობთ. გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გახეხილი სტაფილო, ბრინჯი, გახეხილი კვერცხის ცილა, ზეთისხილი, ძეხვის ნაჭრები, ტკბილი წიწაკა და ა.შ.
როგორ შევხვდეთ 2022 წელს - ყველაფერი, რაც საახალწლო სამზადისისთვის უნდა გაითვალისწინოთ
როგორ უნდა გავაფორმოთ საახალწლო სუფრა +საუკეთესო ფოტო-რეცეპტები