ასე მომზადებული „ნაყინი“ უფრო სასარგებლოც არის და ძალიან გემრიელიც
საჭირო მასალა
4 საშუალო ზომის მწიფე ბანანი
ნაყინის ჩხირები
230-290 გრ დატეხილი შოკოლადი (შავი ან თეთრი, რომელიც გინდათ)
თხილი, კონფეტი
მომზადება
მწიფე ბანანი შეგიძლიათ, ან შუაზე გრძლად ჩაჭრათ, ან სქელ რგოლებად დაჭრათ და ააგოთ ჯოხზე. მცირე ხანს საყინულეში მოათავსეთ. ამასობაში შოკოლადი წვრილად დატეხეთ და გააცხელეთ, ერთგვაროვან მასად იქცეს. ჯოხზე აცმული ბანანები ამ ცხელ ნაზავში ამოავლეთ და მოაფრქვიეთ გახეხილი თხილი ან კონფეტი. მერე კი ისევ საყინულეში მოათავსეთ.