ტოლმა ბევრისთვის საყვარელი კერძია - სასარგებლოცაა, ნოყიერიც და სადღესასწაულო სუფრებზეც ვიყენებთ. თუმცა მის მომზადებას გარკვეული სირთულეც ახლავს: კარგად უნდა შეურჩიო კომბოსტო, შესაფერისი სისქისა და ზომის ფოთლებით. ამის არჩევანი კი ყოველთვის არ არის. სათითაოდ შეხვევასაც დრო მიაქვს და ამ პროცესშიც გვაწვალებს ხოლმე ფოთლების სხვადასხვანაირი ფორმა. თუ ეს ყველაფერი პრობლემას არ წამოადგენს და ამ კერძის გამარტივების არანაირი სურვილი არ გაქვთ, შეგიძლიათ კითხვა აღარ განაგრძოთ, თუმცა ვისაც ტოლმის უფრო ადვილი ვარიანტი გაინტერესებთ, ეს ვიდეო დაგეხმარებათ.
ამ რეცეპტისთვის ფოთლების ზომას და ფორმას მნიშვნელობა არ აქვს. მოწალეთ კომბოსტო ჩვეულებრივი წესით და ფურცლები დააფინეთ ღრმა საცხობ ლანგარზე (მთავარია სიღრმე ჰქონდეს, ზომა თავად შეარჩიეთ), როგორც ვიდეოშია ნაჩვენები.ტოლმის ფარში ისე შეაზავეთ, როგორც თქვენ მოგწონთ და როგორც სხვა დროს ამზადებთ, თუმცა ვინაიდან ეს ტოლმა ღუმელში მზადდება, სასურველია ბრინჯი წინასწარ მოხარშული იყოს. ანუ ხორცის უმ ფარშს ვამატებთ მოხარშულ ბრინჯს, მწვანილს, სუნელებს გემოვნებით და ვათავსეთ ფურცლებზე ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. როცა გადახვევას დავასრულებთ, ლანგარზე ვასხამთ წყალს, რომ ტოლმა ნახევარზე მეტად დაიფაროს, წყალში ვყრით მარილს და სურვილის შემთხვევაში, ზემოდან შეგიძლიათ ბოსტნეულის ნაკრები დაამატოთ, რათა ხორცთან ერთად მეტი ბოსტნეული მიირთვათ.
ბოსტნეულის ნაკრები:პომიდორი, ნახევარრგოლებად დაჭრილი სტაფილო და დაჭრილი ბულგარული (წითელი, მწვანე, ყვითელი) ცოტა ხნით მოვათავსოთ ტაფაზე, დავამატოთ მარილი და ოდნავ მოვთუშოთ. ეს ბოსტნეული მოვაყაროთ ტოლმის რულეტებს და ერთი საათით შევდგათ ღუმელში დაახლოებით 250 გრადუსზე. როცამზადიქნება,რულეტსდაჭრითსასურველიზომისნაჭრებად.