ეს კერძი სასარგებლოა კუჭნაწლავისთვის, გემოგლობინისთვის და ბევრი სხვა დადებითი თვისებაც აქვს ჭარხლის წვნიანი ბორშჩის საუკეთესო ალტერნატივაა - კომბოსტო შებერილობას იწვევს, ეს წვნიანი კი ძალიან მარტივი მოსამზადებელი და სასარგებლოა. მისი ყველა ინგრედიენტი არის ძალიან მარგებელი, ადვილად მოსაპოვებელი და იოლად მოსამზადებელი. სასარგებლოა პატარებისთვისაც და უფროსებისთვისაც. გემოთი ბორშს ჰგავს, თუმცა კეთდება კომბოსტოს გარეშე და მისი მთავარი ინგრედიენტი ჭარხალია - ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული. თავად ეს კერძიც სასარგებლოა კუჭნაწლავისთვის, გემოგლობინისთვის და ბევრი სხვა დადებითი თვისებაც აქვს.
ქვაბში (თუჯის ქვაბში და ხის კოვზის გამოყენებით განსაკუთრებულად გემრიელი გამოდის) ჩაასხით მცენარეული ზეთი. რომ გაცხელდება, ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი. მცირე ხანს ურიეთ და დაამატეთ სტაფილო. სტაფილო და ხახვი რომ მოიშუშება, დაამატეთ გახეხილი ჭარხალი და კარტოფილი. დაასხით ადუღებული წყალი (თუნდაც არა ძალიან ცხელი), რამდენიც გსურთ, რომ გამოვიდეს წვნიანი. დაუმატეთ პატარა დაფნის ფოთოლი.
დაახლოებით 15-20 წუთში ბოსტნეული მოხარშება. გასრისეთ კარტოფილი და თუ კარგად მოიხარშა, დაუმატეთ წვნიანს მარილი (უხდება ასევე სვანური მარილი), ცოტა წიწაკა და ხმელი სუნელი, დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი მწვანილი. კიდევ ხარშეთ 5-7 წუთი და შემდეგ გამორთეთ. შეგიძლიათ, მიირთვათ არაჟნით ან მაწვნით.