ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება შინ დამზადებული ტკბილეულობა ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება შინ დამზადებული ტკბილეულობა, იმდენად ბევრ ცუდს ამბობენ მაღაზიების დახლებზე გამოტანილ მრავალფეროვან და თვალის მომჭრელ პროდუქტებზე. ზოგი ემულგატორს შეიცავს ბევრს, ზოგში დიდი დოზით კონცეტრატია ან გენმოდიფიცირებული პროდუქტებია გამოყენებული. ამიტომ მართლაც ჯობს, შინ დაუმზადოთ ამგვარი ტკბილეულობაც. ისინი კმაყოფილები იქნებიან, თქვენ კი გულს დაიმშვიდებთ, რომ ჯანსაღ საკვებს აძლევთ.
ადრე შემოგთავაზეთ ნუთელას რეცეპტი, რომელსაც ძალიან დიდი მოწონება და გამოხმაურება ხვდა წილად. ერთ-ერთმა მკითხველმა კი ნუთელას განსხვავებული რეცეპტი მოგვაწოდა, რომელიც ვფიქრობთ, ასევე დააინტერესებთ მშობლებს.
დაგჭირდებათ:
1 ქილა მოხარშული შედედებული რძე
1 ქილა უმი შედედებული რძე
3 სუფრის კოვზი კაკაო
400 გრ. კარაქი
2651
მომზადება:
მოხარშული და უმი შესქელებული რძე აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ კაკაო და ისევ აურიეთ. კარაქი გაადნეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაამატეთ შესქელებული რძის მასას. კარგად აურიეთ, გააცივეთ და მზადაა.