ამ ნამცხვარს დიდიც და პატარაც გემრიელად მიირთმევს კიდევ ერთ რეცეპტს გვიზიარებს ჩვენი მკითხველი, ოთხი შვილის დედა მაკა ქიტესაშვილი:
ეს არის გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი კექსი, რომელიც 1 წლიდან პატარებისთვის უკვე შეიძლება.
დაგჭირდებათ:
4 კვერცხი
2,5 შაქარი
150 გრამი კარაქი
500 გ მაწონი და 1 ჩაის კოვზი სოდა
დაუმატეთ გემოვნების მიხედვით ნიგოზი, ქიშმიში, დარიჩინი
ცოტა ზეთი (რომ უფრო რბილი და ფაფუკი გამოვიდეს)
მომზადება:
გოგლიმოგლი გავაკეთოთ, შემდეგ დავუმატოთ დარბილებული კარაქი და ზეთი, შემდეგ - დარიჩინი (შეგიძლიათ მურაბის წვენი დაუმატოთ, უფრო მუქი ფერის გამოდის), მაწონი და სოდა ერთად და ფქვილი იმდენი, რომ სქელი მასა გამოვიდეს. შეგიძლიათ, ნიგოზი და ქიშმიშიც დაუმატოთ, თუმცა ამის გარეშეც შეიძლება.
ბავშვებისთვის სახალისო რომ გამოვიდეს, შეგიძლიათ, ცომი სახალისო ფორმებში გადაიტანოთ, მაგალითად, მე ასეთ სილიკონის ფორმებშიც ვასხამ - პეპლის, მარწყვის და სხვადასხვა ცხოველის. ბავშვებს ასე უფრო ეხალისებათ.
წინასწარ ზეთს ვუსვამთ ფორმებს, მერე ფორმებში გადაგვაქვს და ცხელ ქურაში ვაცხობთ 30 წუთით, 180 გრადუსზე.
თუ დიდ ფორმაში ათავსებთ, მას ცოტა მეტი დრო სჭირდება - ასე 10-15 წუთით მეტი.
გამოცხობის შემდეგ შაქრის პუდრი მოაყარეთ.