გთავაზობთ ამ ტრადიციული კერძის ერთ-ერთ გამოცდილ რეცეპტს ჩაქაფულის არაერთი რეცეპტი არსებობს და ყველა დიასახლისს თავისი საიდუმლოებები აქვს. გთავაზობთ ამ ტრადიციული კერძის ერთ-ერთ გამოცდილ ვერსიას.
როგორც წესი, ჩაქაფული ბატკნის ხორცისგან მზადდება, თუმცა ბავშვიანი ოჯახებისთვის უკეთესია, თუ ხბოს ხორცით მომზადდება. ასევე შესაძლებელია ჩვეულებრივი საქონლის ან ქათმის ხორცის გამოყენებაც.
დაგჭირდებათ:
ხორცი - 2 კილოგრამი
ხახვი - 2 თავი
მწვანე ხახვი - 3 კონა
ტარხუნა - 5-6 მოზრდილი კონა
ქინძი - 2 დიდი კონა
ოხრახუში - 1 კონა
ნიორი - 3-4 კბილი
ტყემალი - შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოცხალი ტყემალი დაახლოებით 2 ჭიქა, ან ჩვეულებრივი ზამთრისთვის შენახული მწვანე ტყემლის საწებელი 1 ჩაის ჭიქა
ღვინო - სურვილისამებრ და გემოვნებით.
მომზადება
ხორცი პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭერით, მოათავსეთ ქვაბში. თუ წესად გაქვთ, რომ ხორცს პირველი წამოდუღებისას ნახარში გადაუქციოთ, დაასხით წყალი, წამოდუღების შემდეგ მოქაფეთ და გადაწურეთ. ხორცს წყალი გადაავლეთ და დააყარეთ ხახვი, დაამატეთ ცხიმი (თუ ხორცი არასაკმარისად მსუქანია) და დადგით მოსაშუშად.
ხახვი რომ ჩაიშუშება, ცოტა წყალი დაასხით და ხარშეთ, სანამ კარგად არ დარბილდება. პერიოდულად ამატეთ წყალი და დააყარეთ ჯერ დაჭრილი მწვანე ხახვი, ნიორი, შემდეგ ოხრახუში და ქინძი. ესენი რომ ჩაითუთქება, დააყარეთ ტარხუნა, ტყემალი და მოასხით ღვინო. შეაზავეთ მარილით. ადუღეთ 5-10 წუთი და მზადაა.
თუ ხბოს ან ქათმის ხორცით ამზადებთ, ხორცის წინასწარ მოხარშვა საჭირო აღარ არის. ქვაბში ფენა-ფენა ანაწილებთ ხორცს, მწვანილს და ტყემალს და ერთად ხარშავთ მომზადებამდე.