ეს ენერგეტიკული ბატონები სავსებით ნატურალურია, საკუთარი ხელით მომზადებული ენერგიის, ასევე სასარგებლო ნახშირწყლების დოზის მისაღებად სულაც არ გვირჩევენ იმას, რასაც ჩვეულებრივ ვიყენებთ ხოლმე საამისოდ – ყავა, შოკოლადი, კანფეტები... ისინი კონსერვანტებით, კოფეინით და სხვადასხვა ორგანიზმისთვის მავნებელი ინგრედიენტით არის სავსე. აი ეს ენერგეტიკული ბატონები კი სავსებით ნატურალურია, საკუთარი ხელით მომზადებული, გემრიელი, ტკბილი და ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო. შეგიძლიათ, ფოლგის ქაღალდში ან პერგამენტში გაახვიოთ ხოლმე ნაჭრები და თან ატაროთ, როგორც შოკოლადის ბატონები. მიირთვათ, როცა მოგინდებათ - სამსახურში თუ გზაში.
მაშ ასე, ინგრედიენტები:
თხილეული (მიწის თხილი, ნუში, ნიგოზი, თხილი) – 200 გრამი
ჩირი (ქიშმიში, გარგარის ჩირი, შავი ქლიავის ჩირი) – 200 გრამი
ფინიკი – 12-15 ცალი
მომზადება:
თხილეული ღუმელში ოდნავ გამოაშრეთ – ეს არომატსაც შეჰმატებს ბატონებს.
შემდეგ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში დააქუცმაცეთ.
მასა გულმოდგინედ აურიეთ, რომ ერთგვაროვანი გახდეს. შემდეგ საკვებ ქაღალდზე გადაიტანეთ, მიეცით მართკუთხა ფორმა, გადაახვიეთ ქაღალდში და მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათით.
შემდეგ გამოიღეთ, დაჭერით ნაწილებად.
სულ ეს არის...
შეგიძლიათ, ექსპერიმენტებიც სცადოთ და რეცეპტს რაიმე შემატოთ თქვენი სურვილით ან მოაკლოთ.