ამ შინაური კეტჩუბის გემოს რომ გაიგებთ, აღარასოდეს იფიქრებთ მის მაღაზიებში ყიდვას ამ შინაური კეტჩუბის გემოს რომ გაიგებთ, აღარასოდეს იფიქრებთ მის მაღაზიებში ყიდვას. გარდა იმისა, რომ შეუდარებელი გემოთი ისიამოვნებთ, გაცილებით ჯანსაღ პროდუქტსაც მიიღებთ და, რა თქმა უნდა, ზედმეტ დანახარჯსაც ასცდებით.
ამ საწებლის მომზადებას რამდენიმე წუთი სჭირდება
*გაჭერით შუაზე საშუალო ზომის ხახვი
*ჩაყარეთ ჭიქაში ერთი კოვზი შქარი და შეავსეთ ცხელი წყლით, რომ შაქარი დადნეს.
*როცა გაგრილდება, ნახევარ თავ ხახვთან ერთად ბლენდერში ათქვიფეთ.
* 200 გრამ ტომატის პასტას შეურიეთ მეოთხედი ჩაის კოვზი დაფქული მიხაკი, მეოთხედი ჩაის კოვზი დარიჩინი, ნახევარი ჩაის კოვზი მდოგვი.
*დაამატეთ 3 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი და ჩაასხით შაქრიან და ხახვიან ნარევში. ათქვიფეთ მთლიანად და შინაური კეტჩუბიც მზადაა.
ასევე იხილეთ: როგორ მოვამზადოთ შინ მაიონეზი