ხაჭოს ორცხობილები - მშობლები

ხაჭოს ორცხობილები

2015-05-09 12:31:39+04:00

ძალიან სასარგებლო და გემრიელი ტკბილეული დაგჭირდებათ:

ხაჭო – 400 გრ

კარაქი – 200 გრ

შაქარი – 200 გრ

ფქვილი – დაახლოებით 400 გრ

კვერცხი – 2 ცალი

გამაფხვიერებელი ან სოდა – 1/4 ჩ. კ.

ჟოლო ან მარწყვი – 200 გრ

მომზადება:

ოდნავ დარბილებული კარაქი შაქართან ერთად აურიეთ. დაუმატეთ ხაჭო, კვერცხი და ფქვილი. შეურიეთ, რომ ერთგვაროვანი ცომი გამოვიდეს. საკმაოდ მკვრივი გამოდის, პლასტილინს ჰგავს.

ზეთწასმულ საკონდიტრო ქაღალდზე მოათავსეთ ცომი. ჯობს, ჩაის კოვზით დაალაგოთ და ფორმა მისცეთ. ასევე ეფექტური გამოდის, თუ საკონდიტრო შპრიცით მოათავსებთ პატარ-პატარა ორცხობილებს. ზემოდან დაალაგეთ კენკრა, ოდნავ რომ ცომში იყოს ჩასმული, და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით 35-40 წუთით. დააკვირდით, რომ თანაბრად განაწილდეს ცეცხლი და არ მიიწვას.