ბულგარულ წიწაკაში შემავალი მინერალები სისხლს საჭირო კომპონენტებით ამდიდრებენ ყვავილოვანი კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ბოსტნეულია. მასში არის ბევრი ცილა, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, ვიტამინები C, PP, B1, B2, B3. ის ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ, რაც დიეტურ კვებაში მეტად მნიშვნელოვანია.
ბულგარულ წიწაკაში შემავალი მინერალები კი სისხლს საჭირო კომპონენტებით ამდიდრებენ და ხელს უშლიან ანემიის განვითარებას, აძლიერებენ იმუნიტეტს, ვიტამინების მრავალფეროვნება ხელს უწყობს სისხლძარღვთა გამაგრება-განმტკიცებას, თმის ზრდას, აუმჯობესებს კანისა და მისი დანამატების (თმა, ფრჩხილები) სტრუქტურასა და მდგომარეობას. ბულგარული წიწაკა ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას, ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებასა და განახლებას, დეპრესიული მდგომარეობისგან თავის დაღწევას, ძალთა მოზღვავებას.
დაგჭირდებათ
3 ცალი კარტოფილი
6 ცალი სტაფილო
4 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
4 ცალი მწვაე ბულგარული წიწაკა
400 გრამი ყვავილობანი კომბოსტო (პატარა ყვავილედებით)
3 ცალი პომიდორი ან ტომატი
ოხრახუში, კამა, მარილი - გემოვნებით
მომზადება
კარტოფილი კუბებად დაჭერით, დაასხით წყალი, რომ ფარავდეს და დადგით მოსახარშად. ცალკე მოშუშეთ ხახვი მცენარეულ ზეთში. რომ შეყვითლდება, დაამატეთ სტაფილო (სასურველ ფორმებად დაჭრილი, გნებავთ, გახეხილი). განაგრძეთ შუშვა და შემდეგ ეს მასა მოხარშულ კარტოფილთან ქვაბში ჩაუშვით. დაამატეთ მოგრძო ჩხირებად დაჭრილი ბულგარული, პატარა ყვავილედებად დაჭრილი კომბოსტო და დაკეპილი პომიდორი (ან ტომატი), მწვანილი და მარილი. ადუღდება თუ არა, ცეცხლიდან გადმოდგით.