არ არის რთულად მოსამზადებელი ეს ვაშლის ღვეზელი ისეთი გემრიელია, აუცილებლად მოგეწონებათ და ბევრჯერ გააკეთებთ. თანაც, არ არის რთულად მოსამზადებელი.
დაგჭირდებათ:
3 ცალი გასუფთავებული, გაფცქვნილი და დაჭრილი ვაშლი
6 კვერცხი
1 ჭიქა ფქვილი
125 გრ კარაქი
250 მლ რძე
1/2 ჩაის კოვზი მარილი
200 გრ შაქარი (თუ ტკბილი ვაშლია, შაქარი უფრო ნაკლები უნდა)
1 ჩაის კოვზი დარიჩინი
მომზადება:
ჯერ კვერცხი ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ რძე, ფქვილი, შაქარი და მარილი. უნდა გამოვიდეს არა სქელი, ერთგვაროვანი ნარევი - არა ცომი.
ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუსამდე. შემდეგ გამოსაცხობ ფორმაში (შუშისა ჯობს) მოათავსეთ კარაქი და შედგით, რომ გალღვეს. ამის შემდეგ შიგნით მოათავსეთ ვაშლის ნაჭრები და ისევ შედგით ღუმელში. როცა ვაშლიანი კარაქი აშიშხინდება, ჩაუმატეთ მომზადებული ნარევი. ბოლოს მოაფრქვიეთ დარიჩინი.
გამოაცხვეთ 20 წუთი. ჯობს, ცხლად მიირთვათ.