ბაჭიები – ორიგინალური ორცხობილა, რომელიც ყველა ბავშვს მოეწონება
ბაჭიები – ორიგინალური ორცხობილა, რომელიც ყველა ბავშვს მოეწონება
ისევ და ისევ, ვცადოთ, შინ მომზადებული გემრიელობებით შევცვალოთ მაღაზიებში ნაყიდი, კონსერვანტებით და საღებავებით გაჯერებული ტკბილეულობა.
დაგჭირდებათ:
3 ჭიქა ფქვილი
2 სუფრის კოვზი შაქარი
1 პაკეტი საფუარი
1 ცალი კვერცხი
1 ჩაის კოვზი მარილი
1 ჭიქა არაჟანი
1/4 ჭიქა წყალი
2 სუფრის კოვზი კარაქი

მომზადება:
პატარა ჯამში აურიეთ არაჟანი და კარაქი, დაუმატეთ წყალი და ნელ ცეცხლზე დადგით. გამუდმებით ურიეთ და ერთგვაროვან ნარევამდე მიიყვანეთ, ოღონდ არ აადუღოთ.
ცალკე ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ
კვერცხი, დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და შემდეგ შეურიეთ არაჟნიან ნარევში. ყველაფერი კარგად მოზილეთ (სასურველია, ცოტა სოდა და საფუარი დაუმატოთ), შეფუთეთ და თბილ ადგილას დადგით, სანამ კარგად არ აფუვდება.
mshoblebi
გამოსაცხობი ქაღალდი მოათავსეთ ლანგარზე და ზედ დაალაგეთ პატარა ცომის ბურთები (მომავალი ბაჭიები). მაკრატლით გაუკეთეთ ყურები, როგორც ფოტოზე ჩანს. თვალები კბილის ჩხირით შეგიძლიათ ჩაუჩვრიტოთ.
ღუმელი 190 გრადუსზე გააცხელეთ და 15 წუთში გამოაცხვეთ, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.

5728
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?