15 წუთი და ტკბილეულობა მზადაა! ისევ და ისევ, ვცადოთ, შინ მომზადებული გემრიელობებით შევცვალოთ მაღაზიებში ნაყიდი, კონსერვანტებით და საღებავებით გაჯერებული ტკბილეულობა.
დაგჭირდებათ:
3 ჭიქა ფქვილი
2 სუფრის კოვზი შაქარი
1 პაკეტი საფუარი
1 ცალი კვერცხი
1 ჩაის კოვზი მარილი
1 ჭიქა არაჟანი
1/4 ჭიქა წყალი
2 სუფრის კოვზი კარაქი
მომზადება:
პატარა ჯამში აურიეთ არაჟანი და კარაქი, დაუმატეთ წყალი და ნელ ცეცხლზე დადგით. გამუდმებით ურიეთ და ერთგვაროვან ნარევამდე მიიყვანეთ, ოღონდ არ აადუღოთ.
ცალკე ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ კვერცხი, დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და შემდეგ შეურიეთ არაჟნიან ნარევში. ყველაფერი კარგად მოზილეთ (სასურველია, ცოტა სოდა და საფუარი დაუმატოთ), შეფუთეთ და თბილ ადგილას დადგით, სანამ კარგად არ აფუვდება.
გამოსაცხობი ქაღალდი მოათავსეთ ლანგარზე და ზედ დაალაგეთ პატარა ცომის ბურთები (მომავალი ბაჭიები). მაკრატლით გაუკეთეთ ყურები, როგორც ფოტოზე ჩანს. თვალები კბილის ჩხირით შეგიძლიათ ჩაუჩვრიტოთ.
ღუმელი 190 გრადუსზე გააცხელეთ და 15 წუთში გამოაცხვეთ, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.