გააკეთეთ ბავშვთან ერთად სახალისო ბუტერბროდი
საჭირო მასალა:
ტოსტის პურის 1 ნაჭერი;
მდნარი ყველის 1 ფირფიტა;
1 ნაჭერი სულგუნი ან იმერული ყველი;
მოხარშული ძეხვი;
1 ცალი შავი ზეთისხილი;
მუხუდოს მარცვლები;
წითელი ბულგარული წიწაკა;
კამის და ოხრახუშის ღეროები;
კარაქი;
მწვანე სალათის ფოთოლი.
1. ქაღალდისგან გამოჭერი გული, თარგი დაადე მდნარი ყველის ფირფიტას და გამოჭერი - ეს ფაფარია.
2. გული გარშემო წვრილ-წვრილად შემოჭერი, ფაფარი რომ ფუმფულა იყოს.
3. კარაქწასმულ პურზე ჯერ მწვანე სალათის ფოთოლი დააფინე, შემდეგ - ფაფარი.
4. ძეხვისგან გამოჭერი 3 რგოლი - 2 პატარა ანუ ყურები და 1 დიდი ანუ სახე. თვალები გაუკეთე მუხუდოს მარცვლებით, თვალის გუგები კი - ზეთისხილის ნამცეცებით.
5. ცხვირისთვის გამოიყენე ნახევარი ზეთისხილი, ცხვირის ქვეშ მოათავსე კამის ღერო, პირი წითელი ბულგარული წიწაკის ნაკუწით გაუკეთე, ულვაშები - კამის ფოთლებით, წარბები კი - ოხრახუშის ფოთლებით.
6. ძეხვისგან გამოჭერი რგოლი ტანისთვის, შედარებით პატარა რგოლი კი ყველისგან გამოჭერი - ეს მუცელია.
7. მუცლის შუაში ზეთისხილის ნამცეცი ჩაარჭე. ყველისგან გამოჭერი 2 პატარა რგოლი და გაჭერი შუაზე - ეს ლომის თათებია. კუდისთვის ძეხვის გრძელი და წვრილი ზოლი გამოიყენე და შიგ კამის ღერო ჩაამაგრე.