სახლში დამზადებული მარმალადი ბავშვებისთვის
სახლში დამზადებული მარმალადი ბავშვებისთვის
ნაყიდ მარმალადს ნაკლებად ვენდობით, აი შინ დამზადებული კი გაცილებით სანდო და სასარგებლოა.
ინგრედიენტები:
120მლ. წყალი 400გრ. შაქარი 1 შეკვრა ჟელატინი 60 მლ. ცივი ანადუღარი წყალი 180 მლ. ლიმონის წვენი( 3-4 ც. ლიმონი) რამდენიმე კოვზი შაქარი ამოსავლებად.

მომზადების წესი:
გარეცხეთ 3 დიდი ლიმონი.
ჟელატინს დაასხით 60 მლ. ცივი გადადუღებული წყალი და დატოვეთ 5-10 წუთით.
400 გრ. შაქარს დაასხით 120 მლ. წყალი, მოურიეთ და დადგით ცეცეხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუწიეთ და 2-3 წთ. კიდევ ადუღეთ.
შაქრიანი სიროფი გადმოიღეთ ცეცხლიდან, დაუმატეთ ჟელატინი და ლიმონის
წვენი. არომატულ სითხეს მოურიეთ და ჩაასხით ფორმებში. დააფარეთ თავზე სახურავი და შედგით მაცივარში 2 საათით. მზა მარმალადი დაჭერით კუბებად და ამოვავლეთ შაქარში ყველა მხრიდან.
mshoblebi
გაუმასპინძლდით ახლობლებს გემრიელი, არომატული მარმელადით, რომელიც არ შეიცავს არანაირ საღებავს.
14116
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები