კარგი იქნება, თუ ბავშვი პატარაობიდანვე მიეჩვევა უმი ხილ-ბოსტნეულის სალათებს კარგი იქნება, თუ ბავშვი პატარაობიდანვე მიეჩვევა უმი ხილ-ბოსტნეულის სალათებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც ბავშვისთვისაც სასარგებლოა და უფროსიც სიამოვნებით მიირთმევს.
სტაფილოსა და ვაშლის სალათი
9 თვიდან
1 სტაფილო
1 ვაშლი
1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი
ვაშლი და სტაფილო გარეცხეთ, გაფცქვენით, გახეხეთ ან წვრილად დაჭერით, როგორც გირჩევნიათ (თუ პატარა გყავთ, შეგიძლიათ, დააბლენდეროთ კიდეც). შეაზავეთ ზეთით. ამ ვარიანტს ასევე ძალიან უხდება მოხარშული კარტოფილი, დაჭრილი ან გახეხილი ბოლოკი.
კიტრისა და ყაბაყის სალათი
1,5 წლიდან
1 ყაბაყი (ქორფა)
1 კიტრი
მწვანე ხახვი
კამა
კეფირი ან არაჟანი
კიტრი და ყაბაყი გათალეთ. დაჭერით კუბებად. წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი და კამა. აურიეთ ბოსტნეულს და შეაზავეთ არაჟნით ან კეფირით.
ასორტი
1 ვაშლი
1 სტაფილო
2 კიტრი
2 პომიდორი
100 გრ არაჟანი
ვაშლი, კიტრი, პომიდორი კუბებად დაჭერით. დაახეხეთ სტაფილო. შეაზავეთ არაჟნით.
სალათები სასურველია, უმარილოდ და უშაქროდ შესთავაზოთ პატარას.